Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა დაიწყო

თარიღი : 21-08-2019, 19:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა დაიწყო.

25 კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას, რომელიც სოფელ ბაბიდან იწყება და მოლითი, წიფა-ფონა-ჩუმათელეთის მიმართულებით გრძელდება, აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“ განახორციელებს.

ამ დროისთვის კომპანიას ჩუმათელეთი-ფონას მხრიდან მობილიზებული ყავს ტექნიკა, სადაც წინა მოსამზადებელი სამუშაოები და მილხიდების მოწყობა უკვე მიმდინარეობს.

გაცნობებთ, რომ ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ორ ლოტადაა გაყოფილი. პირველ ლოტზე, კომპანია black sea group-ი სამუშაოებს უკვე აქტიურ ფაზაში ახორციელებს. კომპანია თითქმის ასრულებს ერთ-ერთ რთულ ეტაპს, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობას, ძირულა-მოლითის 25 კილომეტრიან მონაკვეთზე.

პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში 50 კილომეტრიან მონაკვეთზე იგეგმება 9 მეტრიანი, ორ ზოლიანი გზის მოასფალტება. საჭიროების ადგილებზე მოეწყობა საყრდენი კედლები და გაბიონები. გათვალისწინებულია ასევე, მილხიდებისა და ხიდების მოწყობა.


ნანახია: 993-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია Black Sea Group განახორციელებს.
მერობის კანდიდატმა იმ შეღავათებზე ისაუბრა, რითაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.

ამინდი