Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ჭაბუკ წყალბურთელთა გუნდი საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება

თარიღი : 21-08-2019, 17:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის ჭაბუკ წყალბურთელთა გუნდი ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირზე "ბულგარეთის თასზე“ იასპარეზებს. გუნდი ქალაქ ბურგასში ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით უკვე გაემგზავრა.

ქუთაისელ წყალბურთელებს გამგზავრებამდე ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე შეხვდნენ და ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს.

აღნიშნულ ტურნირში ჩვენი წყალბურთელები მეექვსედ იასპარეზებენ. 2 წლის წინ ქუთაისის წყალბურთელთა გუნდი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ფინალში გავიდა და საბოლოოდ, მეორე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, "ქუთაისი" "ბულგარეთის თასის" ბრინჯაოს პრიზიორიც არის.

წლევანდელ გათამაშებაში ბულგარეთის, საბერძნეთის, ხორვატიის, უკრაინის, სერბეთის, მაკედონიისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჩვენი ქვეყანა ტურნირზე ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი. ქუთაისის გუნდთან ერთად ბურგასში ,,ბათუმი" მიემგზავრება. შეჯიბრებაში 2003–2004 წლებში დაბადებული წყალბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ, თუმცა "ქუთაისი" ტურნირზე უმცროსი ასაკის (2005–2006 წლიანები) გუნდით გაემგზავრა.

როგორც გუნდის მწვრთნელმა გიორგი მამისეიშვილმა აღნიშნა, ქუთაისელი ბავშვები ძლიერ უცხოურ გუნდებთან თამაშით დიდ გამოცდილებას მიიღებენ და საქართველოს ჩემპიონატს, რომელიც ოქტომბერში დაიწყება, კარგად მომზადებული შეხვდებაიან.


ნანახია: 203-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტურნირში, რომელიც საერთაშორისო იყო, სულ 6 გუნდი მონაწილეობდა.

ამინდი