Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საფეხბურთო სკოლა 'მართვე"-ს ფეხბურთელები უკრაინაში საფეხბურთო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან

თარიღი : 21-08-2019, 17:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N94-ე საფეხბურთო სკოლა ,,მართვეს" 2007 წლიანების გუნდი უკრაინის ქალაქ ჟიტომორში საფეხბურთო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

"მართვე" ტურნირზე უკრაინული მხარის მიწვევითა და დაფინანსებით იასპარეზებს.

ჭაბუკი ფეხბურთელები ჟიტომორში 23 აგვისტოს, მთავარი მწვრთნელის გელა კუხიანიძის ხელმძღვანელობით გაემგზავრებიან. საფეხბურთო ფესტივალში მონაწილეობასთან ერთად ისინი ახალი სტადიონის გახსნას დაესწრებიან.

დღეს ჭაბუკ ფეხბურთელებს საფეხბურთო სკოლაში ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და სპორტული ა(ა)იპის მმართველი კობა ფხაკაძე ესტუმრნენ. მათ "მართვეს" მხარდაჭერა აღუთქვეს და უკრაინაში წარმატებული გამოსვლა უსურვეს.


ნანახია: 173-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცოტა ხნის წინ ქუთაისის 'მართვე' ქალთა შორის საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი გახდა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ახალი წევრები მიიღეს.
ტურნირში მონაწილეობას 2003-2004 წლებში დაბადებული ახალგაზრდები იღებენ.
სკოლა ფუნქციონირებას 1 ოქტომბრიდან დაიწყებს და 6 დან 13 წლამდე ბავშვებზე იქნება გათვილილი.
ქუთაისის საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი გადაეცა.

ამინდი