Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნატურალური შავი წყალი 21-ე საუკუნეში-ჭიათურაში მოსახლეობასთან ონკანში ტალახიანი წყალი მოდის

თარიღი : 21-08-2019, 17:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათთან ონკანში ტალახიანი წყალი მიდის.

მოსახლეობის თქმით, მსგავსი მდგომარეობა არა მხოლოდ ქალაქში, არამედ სოფლების ტერიტორიაზეცაა.

"არც წყალი, არც ჰაერი, არაფერი აქ არ არის. სახლები ენგრევა ხალხს და პატრონი არავინაა. გამოსწორების არაფერი ეტყობა ამ ქალაქს, უკან მიდის ყველაფერი. ერთი კვირაა ონკანში ტალახიანი წყალი მოდის,"- ამბობს ანა აბრამიშვილი.

"მღვიმევშიც ნატურალური შავი წყალია 21-ე საუკუნეში. თან საღამოს 8-დან 9 საათამდე გვეწოდება წყალი 24 საათში და ისიც ასეთი შავი ამ ზაფხულში მარგანეცის მტვერსა და გაუსაძლის პირობებში. ბარემ დაგვაყარონ მიწა, საფლავები კი გათხარეს ბლომად მღვიმევში,"- ამბობს ასმათ შუბითიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჭიათურელთა კავშირის" ხელმძღვანელი შოთა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ წყლის დაბინძურება იმ ტერიტორიებზე ხდება, სადაც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" შვილობილი კომპანია საქმიანობს.

"ეს ძირითადად იმ წყლებს ეხება სადაც GM-ის შვილობილ კომპანია ფიგურირებს. ესაა ღრუდოდან წამოსული წყალი, რომელიც მარგანეცისგანაა დაბინძურებული. ვარაუდობენ სამ კერას:1.ყვირილის მანგანუმის სარეცხები.2.დარკვეთის კარიერები და 3,დარკვეთის მაღაროს ტერიტორია.სავარაუდოდ, გაარკვევენ თუ რომელი კერაა "დამნაშავე". ამოსული არიან ჩეხი ჰიდროგეოლოგები, რომლებიც არკვევენ მიზეზებს. ესაა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია,"- ამბობს შოთა გაფრინდაშვილი.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს ტელეწამყვანი გიორგი კასრაძე.

"ჭიათურაში დაბინძურებული წყალი მოდის. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო და კომპანია ვალდებულები არიან ყოველდღე! ყოველდღე! მოსახლეობას ერთ სულზე, 25 ლიტრი წყალი უსასყიდლოდ მიუტანონ! აღასრულეთ კანონით დაკისრებული ვალდებულება და ნუ დატოვეთ მუნიციპალიტეტი წყლის გარეშე,"- ამბობს ტელეწამყვანი გიორგი კასრაძე.


ნანახია: 556-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივების თქმით, მათ ონკანებში სასმელად უვარგისი წყალი მოდის, რის გამოც მოსახლოება სისტემატიურად იწამლება.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სასმელი წყალი მათ ონკანებში დღეს არ ყოფილა.
განცხადებას ამის შესახებ პარტია 'თავისუფალი საქართველოს' წარმომადგენლები აკეთებენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

ამინდი