Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ვიცე-მერი:თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ღიად დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე

თარიღი : 21-08-2019, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ იმედა საღინაძესთან და საბინაო სამსახურის ხელმძღვანელ ჯონი არაბიძესთან ერთად გამართა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს, ასევე მოქალაქეებისგან ის პრობლემები მოისმინეს, რომლის მოწესრიგებასაც ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ.

"ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და თითოეული მათგანის მოსმენას იმის შესახებ თუ რა საკითხის მოგვარებას ითხოვენ ისინი ჩვენგან. ეს არის დიალოგის რეჟიმი მათთან, სადაც კიდევ უფრო თვალნათლივ იკვეთება ის საკითხები რომელიც აინტერესებთ. შეხვედრები გაგრძელდება და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ღიად დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე,"-განაცხადა დავით ერემეიშვილმა.


ნანახია: 368-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი