Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

თარიღი : 19-08-2019, 19:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაერთიანებული თათბირი გაიმართა, რომელსაც იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მერიის სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიცე-გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დამსწრეთ მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე წარუდგინა.

"გიორგი ბიწაძე არის გამოცდილი, კვალიფიციური კადრი და ჩვენ ასეთი პროფესიონალებით ვაპირებთ ყველა იმ გამოწვევის დაძლევას, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის წინაშე დგას,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ჭიათურის მერმა თათბირის მონაწილეებს ასევე ახალი თანაშემწე თამარ კაპანაძე გააცნო.

თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ სამსახურის ხელმძღვანელებისაგან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისაგან მიმდინარე სამუშაოების შესრულების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

ქალაქში მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები-სკვერების მოწყობა, ჭავჭავაძის ქუჩაზე საყრდენი კედლის შეკეთება და შემდგომ კონკურსში გამარჯვებული ესკიზის მიხედვით მისი მოხატვა. გრძელდება კულტურის ცენტრის სარემონტო სამუშაოები, ასევე დასასრულს მიუახლოვდა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბაგირო გზების მშენებლობა.

თათბირზე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სოფლის პროგრამების შესახებ და მათ შესრულებაში არსებულ სირთულეებზე. სოფლებში კვლავ აქტუალურია სასმელი წყლის მიწოდების, გზების და ხიდების შეკეთების, ამბულატორიების, სარიტუალო დარბაზების მშენებლობის და სხვა საკითხები.

თათბირის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა ჩვენი თანაქალაქელის, 14 წლის სპორტსმენის დავით ჯაფარიძის მიღწევის შესახებ, რომელიც თავისი ასაკის წონით კატეგორიაში კრივში ევროპის ჩემპიონი გახდა.


ნანახია: 994-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე კახაბერ კუპატაძესა და მოადგილე მერაბ სირაძესთან ერთად

ამინდი