Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამშენებლო კომპანიები, რომლებიც დასაქმებულთა უფლებებს არ იცავენ

თარიღი : 19-08-2019, 19:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ერთობლივი მონიტორინგის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 2019 წლის 12 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 29 ობიექტი.

1. შპს ,,ჯითი გრუპი ნუცუბიძე“

2. შპს ,,კარკასი“

3. შპს ,,პიენო“

4. შპს ,,ანრი 2016“

5. შპს ,,ანი“

6. შპს ,,ლიდერ გრუპი“

7. შპს ,,ჰილს დეველოპმენტი“

8. შპს ,,რეგიალი“

9. შპს ,,გაბ ჯორჯია"

10. შპს ,,პეტრა“

11. შპს,, მაქრო ქონსტრაქშენ“

12. შპს ,, ახალი სკოლა“

13. შპს ,,კონსოლი“

14. შპს ,,ლეველი“

15. შპს ,,ცერერა“

16. შპს ,,კომპაქტ დეველოპმენტი+“

17. ამხანაგობა გერგეთი 2019

18. ამხანაგობა ამქარი

19. ამხანაგობა ,,იმედი ჰაუსი"

20. შპს ,,ეკო დეველოპმენტი“

21. შპს ,,ალუ“

22. შპს ,,ისანი”

23. შპს ,,მ2 მთაწმინდაზე“

24. შპს ,,მანუ“

25. შპს ,,ვესტ საიდ“

26. შპს ,,ნიუ ჰორიზონ“

27. შპს ,,5მ ინშაათ“

28. შპს ,,ნინო“

29. შპს ,,ხალედ ალრაჯჰი ჰოლდინგ კომპანი“

შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები:

✔რისკების შეუფასებლობა;

✔სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა;

✔დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);

✔არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები;

✔ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები;

✔ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა;

✔აღჭურვილობის გაუმართაობა;

✔შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა;

✔მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა;

✔ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

"29-ვე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 14 დღემდე ვადა, ასევე 9 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 14 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 310 000 ლარის ოდენობით. ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2019 წლის 23 ივლისს ჯამში 16 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 117 ობიექტი,"-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 203-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება
დაღუპული მეშახტეები 14 მაისს დაკრძალეს.
სხვადასხვა სახის დარღვევების გამო 9 სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ვერ შემოწმდა 6 სტომატოლოგიური დაწესებულება, რადგან დაკეტილი იყო.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2016-2017 წლებში
აღნიშნულს 'შრომის უსაფრთხოების შესახებ' კანონი ითვალისწინებს, რომლის სანქციების ნაწილი ძალაში მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან
მიმდინარე წლის 14 მაისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 1 280 ადმინისტრაციული

ამინდი