Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გგონიათ ყველგან ავარია ხდება და კამერებს იმიტომ აყენებენ? ან უსაფრთხოება ადარდებთ ხალხის? არა! უბრალოდ ბიუჯეტის შევსების და ხალხისგან ფულის ამოგლეჯის უმაგრესი საშუალებაა"

თარიღი : 18-08-2019, 13:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 652 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ამ დროისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს 3820 ვიდეოკამერა, რომელთაგან 1230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2590 – ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ შსს ე.წ "ჭკვიანი" კამერებით დიდ ფულს აკეთებს და აქ ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის ზრუნვა არაფერ შუაშია.

"გითხრათ მარტივად რა ხდება? გგონიათ ყველგან ავარია ხდება და კამერებს იმიტომ აყენებენ? ან უსაფრთხოება ადარდებთ ხალხის?
არა! უბრალოდ ბიუჯეტის შევსების და ხალხისგან ფულის ამოგლეჯის უმაგრესი საშუალებაა.

კამერა უნდა იყოს, მაგრამ თუ მე იმდენად მაკონტროლებ, რომ საერთო სიჩქარესაც მიანგარიშებ, მაშინ გზა და მოწყობაც ისეთი უნდა იყოს, როგორც ევროპის ქვეყნებში. აქ რომ ტრასაზე კბილები გცვივდება, ისე არა,"- ამბობს მძღოლი დავით კუხიანიძე.


ნანახია: 491-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ
მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლით გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზეც ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და
2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.

ამინდი