Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში გაფიცულ მუშებს სოლიდარობა გოგი წულაიამ გამოუცხადა

თარიღი : 17-08-2019, 17:56 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია ზესტაფონში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების მხარდასაჭერად ჩავიდა. ისინი სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ სამუშაო საათების გაზრდას აპროტესტებდნენ და შეუსაბამო სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ.

"ხომ შეგვიკლეს ხელში, ინვესტიცია და ინვესტიციაო. აფორმებენ ისეთ ხელშეკრულებებს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის, მუშების ინტერესები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ამით სარგებლობენ ამ ფირმების ხელმძღვანელები, ჩინელები იქნებიან ისინი, თურქები, ამერიკელები თუ რუსები, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია ის, რომ ისინი სარგებლობენ ასეთი უტიფარი, ადამიანის უფლებების შემლახავი ხელშეკრულებებით და ქართველებს, თავიანთ ქვეყანაში ამუშავებენ როგორც მონებს. რას ქვია გაიფიცები და ხელფასს მოითხოვ, რას ქვია ელემენტარულ პირობებს მოითხოვ, აბანოს თუ სასადილო მაგიდას, ეს როგორ შეიძლება კაცო, ინვესტიცია დაზარალდება თურმე. ხელფასების დაგვიანება ხომ ნორმად აქციეს უკვე. გაიფიცნენ მუშები, როგორც მითხრეს მოლაპარაკება შედგა და დაპირდნენ ხელფასის მომატებას. ვნახოთ რა იქნება, მე ამ ადამიანებს გვერდით დავუდგები, დღესაც სოლიდარობის გამოსახატავად ჩამოვედი აქ,"-ამბობს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის სოფელ ძირულასთან, ავტობანის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული 150 მუშა 16 აგვისტოს გაიფიცა.


ნანახია: 217-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაფიცულები ხელფასების გაზრდას და უქმე დღეებში დასვენებასაც მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ზომებს
ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ქართველი მუშები აცხადებენ, რომ ისინი პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ჩინური კომპანიის
მუშების განცხადებით, ისინი ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდნენ, თუმცა როგორც აცხადებენ,

ამინდი