Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფლებში გზების მოწყობა მიმდინარეობს

თარიღი : 14-08-2019, 18:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მანდაეთი - ტყემლოვანასა და საბაჟო - ბერეთისაში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის სამშენებლო სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მჟორიტარ დეპუტატთან სულხან მახათაძესთან ერთად დაათვალიერა. ჭიათურის მერი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და პროექტის ბენეფიციარებს შეხვდა.

მანდაეთ-ტყემლოვანას დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარი 2220 მეტრზე მოეწყო. პროექტის განხორციელება 641 999 ლარი დაჯდა. სამუშაოებს შპს ,,ნიუპოვერი“ ასრულებს.

საბაჟო-ბერეთისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1925 მეტრიან მონაკვეთს. პროექტის საერთო ღირებულებამ 699 000 ლარი შეადგინა. სამუშაოებს შპს ,,ნიუპოვერი“ ასრულებს.


ნანახია: 624-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული გზების რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს დაიწყო და წელსაც

ამინდი