Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა კეთდებს ჭიათურის სოფლებში-მერმა და მაჟორიტარმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

თარიღი : 14-08-2019, 17:12 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ სოფელ ბერეთისაში, უსახელოსა და პერევისაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის ხელმძვანელმა პირებმა მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან ადგილზე მიიღეს ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობს შესახებ.

"ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენ ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ვაშენებთ ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებს, როგორიცაა ამბულატორიები, საბავშვო ბაღები და საავტომობილო გზები. ყველა ეს პროექტი შერჩეულია მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და მჯერა ერთობლივი მუშაობით ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნების შესრულებას შევძლებთ,"- განაცხადა ჭიათურის მერმა.

სოფელ პერევისაში საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს ,,მალენუ“ ასრულებს. პროექტის ღირებულებაა 39 922 ლარი. აღსანიშნავი, რომ სოფელ პერევისას საბავშო ბაღი ამ დრომდე არ ჰქონდა.

ზედა ბერეთისაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ამბულატორიაც განთავსდება. შემსრულებელი: ინდ. მეწარმე მიხეილ ნოზაძე. პროექტის ღირებულება კი 16 595 ლარს შეადგენს.

სოფელ უსახელოს ცენტრში დასასრულს უახლოვდება ამბულატორიის მშენებლობა. სამუშაოებს შპს ,,სხივი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 29 000 ლარია.


ნანახია: 392-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ სოფელ ხრეითში განაცხადა, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაფართოებულ თათბირზე, რომელსაც სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან ერთად, სოფლებში გამგებლის

ამინდი