Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხშირად გვეკითხებიან ახალშობილის თვალის და თმის ფერს,'-ქუთაისში არსებული უახლესი თაობის ულტრაბგერითი კვლევის აპარატი, რომელიც ნაყოფის და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდი სიზუსტით იკვლევს

თარიღი : 14-08-2019, 10:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებულ "კლინიკა ბომონდში" დედისა და მუცლად მყოფი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და სიზუსტით კვლევა უახლესი თაობის ულტრაბგერითი კვლევის აპარატით არის შესაძლებელი.

Voluson E10 BT18-ის აპარატურა ერთადერთია საქართველოში, რომელიც უმაღლესი ხარისხის ექოსკოპიას აკეთებს. აღნიშნული აპარატი დღეისათვის მხოლოდ ორ კლინიკაში-თბილისში, სერგო მათითაშვილი კლინიკა „სმარტულტრასაუნდსა“ და „კლინიკა ბომონდში“ არის.

როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორის მამუკა მიქაძე განმარტავს, ბოლო თაობის ულტრაბგერითი კვლევის აპარატი საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით მოხდეს ახალშობილის ყველა ორგანოს კვლევა და არსებობის შემთხვევაში, ნაყოფის პათოლოგიების ადრეულ ვადაზე გამოვლენა.

"დედისთვის ბევრად ნათელი არის ის სურათი, რასაც ექიმი ხედავს და ბევრად მნიშვნელოვანი არის ის, რასაც დედა ვერ ხედავს და ექიმი ხედავს. ჩვენს კლინიკაში არსებული თაობის ულტრაბგერითი კვლევის აპარატი საშუალებას გვაძლევს დიდი სიზუსტით გამოვიკვლიოთ ნაყოფის და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათ დროულად იყოს დიაგნოსტირებული არსებული პათოლოგია. ექოსკოპიის დროს ხდება ბავშვის გულის, მისი ხერხემლის, მუცლის ღრუს, ყველა ორგანოს დათვალიერება დიდი სიზუსტით ორსულობის ვადის შესაბამისად. ეს აპარატი იმით არის ღირებული, რომ ადრეულად ახდენს პათოლოგიის გამოვლენას, რაც ჩარევის და მისი მკურნალობის საშუალებას იძლევა,"- ამბობს მამუკა მიქაძე.

ცნობილი მეან-გინეკოლოგი ამბობს, რომ ულტრაბგერით კვლევაზე მისული მშობლები ნაყოფის სქესის გარდა, მისი თვალისა და თმის ფერითაც ინტერესდებიან.

"პატარა ვადაზე ყველაფერი არ ჩანს. სქესს გვეკითხებიან ათ კვირაზე. არ არსებობს ათ კვირაზე სქესის განსაზღვრა. "კლინიკა ბომონდში" ორსულობის 11 კვირიდან შეგვიძლია სქესის დაახლოებით 90 პროცენტიანი ალბათობით თქმა. ხშირად გვეკითხებიან ახალშობილის თვალის და თმის ფერს, თუმცა არც ერთი აპარატი არ იძლევა თვალის და თმის ფერს მიუხედავად იმისა, რომ იძლევა ფერად გამოსახულებას,"- ამბობს მამუკა მიქაძე.





ნანახია: 417-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'კლინიკა ბომონდი'-ს მეან-გინეკოლოგი ნინო რამიშვილი იმ საკითხებზე გვესაუბრება, რასაც ქალმა და მამაკაცმა ყურადღება დაოჯახებამდე,
შპს კლინიკა 'ბომონდში' 2017 წლის იანვრიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიის (თვალის) განყოფილება.

ამინდი