Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლების წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ

თარიღი : 14-08-2019, 10:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემ, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უხუთის, საპრასიისა და ქვედა და ზედა გორას მაცხოვრებლებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე ყველა ის საკითხი დასვეს, რომლის დროულად მოგვარება მათთვის მნიშვნელოვანია. ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრებისას მოქალაქეებმა ის პრიორიტეტები დაასახელეს, რომლებიც მათი სოფლების განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. თავის მხრივ კი ხელისუფლება გეგმავს, მოსახლეობის წინადადებები გაითვალისწინოს და მომავალი წლის ბიუჯეტში ასახოს.

შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, შეიქმნება ისეთი პროგრამები, როომლებიც მოქალაქეების საჭიროებების სისტემურ მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომავალი წლის ბიუჯეტის სწორად და ყველა მიმართულებით დაგეგმარება, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები.

ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრები მოქალაქეებთან გრძელდება. იმერეთის რეგიონში მსგავსი შეხვედრები უახლოეს პერიოდში ტყიბულსა და ბაღდათში გაიმართება.


ნანახია: 181-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებასთან შეხვედრები 2 კვირის მანძილზე
ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან მიმდინარე წლის 2 მარტიდან დაწყებული შეხვედრები გრძელდება.
2017 წლის ბიუჯეტის ხალხთან ერთად დაგეგმვა დაიწყო. ამის შესახებ იმ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო

ამინდი