Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ზოგს ეგონა ხმები არ ჩანდა და როგორ გაიფაქტნენ,'-რა მოხდა ქუთაისის საკრებულოს მიერ მოწყობილ საჯარო გამოკითხვაზე

თარიღი : 14-08-2019, 10:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"უნდა მოხდეს თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლის ჩანაცვლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლით?"-აღნიშნული კითხვით ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო გამოკითხვას ატარებს.

საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ საკრებულოში მოქალაქეების მხრიდან რამდენჯერმე შევიდა განცხადება, რომლებიც ე.წ. კიკვიძის სკვერში არსებული ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას და მის ადგილზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლების განთავსებას ითხოვდნენ. წერია ისიც, რომ 2011 წლის 31 მაისს, საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომლითაც კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია.

აღნიშნულის მიუხედავად, საჯარო გამოკითხვიდან კარგად ჩანს, რომ კიკვიძის ძეგლის ქუთაისში დატოვებას მხარს თავად მერიაში დასაქმებული პირები უჭერენ. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია"-ს დამფუძნებელი ნიკა დეისაძე ავრცელებს და ინფორმაციას თან შესაბამის ფოტოსაც ურთავს.

"ზოგს ეგონა ხმები არ ჩანდა და როგორ გაიფაქტნენ... რა ხდება? კიკვიძის ძეგლი გინდათ? ბრავო, ბრავო, ბრავო!!! თქვენ ყოფილხართ ხალხი!"-წერს დეისაძე.

აღნიშნულმა პირებმა თავდაპირველად უარყვეს ბრალდება და მომხდარი ტექნიკურ შეცდომად ჩათვალეს, შემდეგ კი განაცხადეს, რომ არ აღელვებთ რა ძეგლი იდგმება კიკვიძის ძეგლის ადგილას.

"მეგობრებო ძალიან ცუდი არჩევანია. იქნებ მხარს ვუჭერ ძეგლის აღებას, მაგრამ არ მინდა მის ნაცვლად გამსახურდია-კოსტავას ძეგლები. თან არ ვიცი რა დიზაინის იქნება, რამე უსახური არ გაკეთდეს. ჯერ ვინმემ იცის რანაირი იდგმება? ეს არის როგორი შეკითხვა იცით? ნამცხვარი უფრო ტკბილია თუ ალვის ხე უფრო მაღალი. შეკითხვა არჩევანს არ მიტოვებს და საერთოდ გავეთიშე გამოკითხვას. რაც შეეხება ძეგლების შიშებს. საერთოდ არ მაღელვებს იქ რა ძეგლი იდგმება, მთავარია საბჭოთა კავშირი სულებში დავძლიოთ. იცით ამის პრობლემა ზოგს აქვს, ზოგს არა და საერთოდ! ეს ურაპატრიოტიზმი დაგვღუპავს. ახლახანს ჩამოვედი რიგა-ტალინი-ჰელსინკი-ვილნიუსიდან. თითქმის ყველგან ვნახე საბჭოთა სიმბოლიკა, არ მითხრათ ახლა იქ ისეთი რუსეთუმეები არიან როგორც ჩვენთანო. მოკლედ ნუ გეშინიათ ძეგლების,"- ამბობს მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი დათო ლიკლიკაძე.

"მე არ შემშლია და არც ვფიქრობ, რომ ახლა ძეგლების გადატანის დროა ამ ქალაქში. იმან იკითხოს, ვინც სხვისი ჭკუით დადის,"- თვლის ქუთაისის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი ონისე მელქაძე.


ნანახია: 541-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კამპანიის მონაწილეები ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს და მის ადგილას საქართველოს პირ ელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის
აღნიშნული საკითხი ბევრჯერ დაგვისვამს საკრებულოს სხდომაზე, თუმცა თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების რეაგირება იგვიანებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქუთაისის სკვერდში მდებარე წითელი არმიის სარდლის კიკვიძის ძეგლის შეურაცყოფის მესამე შემთხვევაა.
გია გოქაძის თქმით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას, მან ერთი თვის წინ განცხადებით მიმართა, რომ ძეგლის
ქუთაისში მდებარე წითელი არმიის სარდლის, ვასილ კიკვიძის ძეგლის ქალაქიდან გაქრობის საკითხი კვლავ აქტუალურია.

ამინდი