Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ავტოპარკის მოწყობა იგეგმება

თარიღი : 14-08-2019, 00:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქში მოძრავი ავტოპარკი იცვლება.

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკის დაფინანსებით (EBRD) ქალაქს ახალი, გამართული და შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსები ეყოლება. 2020 წლის პირველ კვარტალში ქუთაისში 60 ერთეული ავტობუსი შემოვა, რის შედეგადაც, ქუთაისში ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება.

"ავანგარდის დასახლებაში მუნიციპალური ავტობუსებისთვის ავტოპარკი მოეწყობა. ავტოპარკი 6 500 კვ.მ-ზე მოეწყობა და 80 ავტობუსზე იქნება გათვლილი. იქვე უნდა გაკეთდეს ელექტრო ავტობუსების სატენი მოწყობილობა, დაახლოებით 10 ადგილი. ავტოპარკში შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება და პროფილაქტიკა,"- ნათქვამია "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 597-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი