Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2020 წელს ხონში საამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

თარიღი : 13-08-2019, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე უძღვებოდა.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ილია ყუფარაძემ 2020 წელს ხონში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ყველა პროექტი, რომელთა განხორციელებაც იგეგმება.

"2020 წლის ძირითადი პრიორიტეტებია საგზაო ინფრასტრუქტურა, ამბულატორიები, საბავშვო ბაღები, სკოლები, სტიქიის პრევენცია, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება. ჯამში, საამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. გვინდა თადარიგი დავიჭიროთ. თქვენი, მშენებელი კომპანიების წარმომადგენლების, ინფორმირებულობა მიზნად ისახავს პროექტების ეფექტურად განხორციელებას,"- განაცხადა გერასიმე მჟავანაძემ.


ნანახია: 325-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტში, რეგიონალური განვითარების
შავლეგო ტაბატაძის თქმით, 2019 წელს იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 330 595 589 ლარი დაიხარჯება.

ამინდი