Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება ბაგრატის ტაძართან და ვინ იწყობს ბიზნესს უცხოელების ხარჯზე

თარიღი : 13-08-2019, 10:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ბაგრატის ტაძრის შესასვლელთან სხედან ქალები, რომლებიც უცხოელებს აბოლებენ და ტაძარში შესვლაში კაცზე 5ლარს ახდევინებენ,"-ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს. მისივე თქმით, ამ "ბიზნესში" შესაძლოა ტაძრის მამაოებიც იყვნენ ჩართულნი.

"ძალიან გაბრაზებული ვარ და მინდა ყველას მოგიყვეთ, რატომ... რამდენიმე დღის წინ ბაგრატის ტაძარზე ვიყავი ოჯახთან ერთად. ეზოს შესასვლელთან დავინახე სამი (50-60 წლამდე) ქალი იჯდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ მოწყალებას ითხოვდნენ და დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. გამოსვლისას შეთხვევით შევამჩნიე, რომ შვიდი უცხოელი ტურისტი იდგა და ერთ-ერთ ქალს ელაპარაკებოდა. ამ ქალს ხელში ორმოცდაათ და ოცლარიანები ეჭირა და ტურისტს ეუბნება, ამ ფასად ყველაფერს დაათვალიერებთო...

დავაკვირდი და წინ ყუთი უდევს, აწერია "5 ლარი"... ანუ უცხოელებს აბოლებს და ტაძარში შესვლაში კაცზე ახდებინებს 5 ლარს! ქართულად კი მივალანძღე, მაგრამ უკვე გადახდილი ჰქონდათ ფული იმ უცხოელებს და აღარ ვთქვი არაფერი, თან ძალიან შემრცხვა ასეთი აფერისტობის, მაგრამ ეხლა ვნანობ, რომ მეტი არ გავაკეთე. ისე, ნუთუ მე, 10 წუთის წინ მისულმა შევამჩნიე ეს გულისამრევი აფიორა და ტაძრის ხალხმა არ იცის? თუ წილში არიან ყველა? ჩემი იქ ყოფნის მოკლე დროში მინიმუმ 40 უცხოელი ტურისტი იყო ეზოში და წარმომიდგენია, დღეში რამდენ ფულს იჯიბავს ის აფერისტი ქალი,"-ამბობს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ბაგრატის ტაძართან, ტურისტების ხარჯზე ბიზნესის მოწყობის ფაქტს ადასტურებენ სხვა მოქალაქეებიც.

"მეც არც ისე დიდი ხნის წინ ვიყავი ბაგრატზე, ესპანელ მეგობართან ერთად. პირველი რაც გავიგონე მანქანიდან გაფმოსვლისთანავე პირველი რაც გავიგონე, ეს იყო მღვდელმსახურის სიტყვები მაგ ქალების მიმართ: კაი ფულიანები მოგვიყვანეო. რაა,"- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

"დარწმუნებული ვარ საპატრიარქოს მორიგი ბიზნესია. მაგ ქალებს ალბათ 5-10 ლარს მიუგდებენ დღეში მხოლოდ, დანარჩენი დიდი შავი ჯიპების ბენზინში იხარჯება,"- ამბობს თემო მაჩიტიძე.

"გუშინწინ საღამოს ვიყავი ასული ჩემს უცხოელ მეგობრებთან ერთად. მსგავსი არაფერი ყოფილა. ერთადერთი, რაც მენიშნა, ის იყო, რომ მე რამდენიმე მეტრით წინ მიმავალს იმ სამმა ქალმა ყურადღება არც მომაქცია და არც არაფერი მთხოვა, ხოლო ჩემს მეგობრებს ლამის ყველა ენაზე სთხოვდა მოწყალებას. ფაქტია, რომ უცხოელებზე მუშაობენ, მაგრამ მსგავსი ბიზნესის ნიშნები არც ამჯერად და არც სხვა რამდენიმე მისვლაზე შემიმჩნევია".


ნანახია: 1067-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაგრატის ტაძრის ეზოში, საღამოს 10:00 საათის შემდეგ მოხვედრა შეუძლებელია.
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა.
მთავარი ტაძრის გუმბათიდან წვიმის წყალი ტაძრის ცენტრალურ ნაწილში ჩაედინება.
დარეჯან ბერეკაშვილი ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან ამბობს, რომ ის ხშირად ყოფილა უცხოელების მხრიდან ტაძრის
გამარჯვებულმა კი დროშის დგარის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.

ამინდი