Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა ვიცოდეთ სოკოვანი დაავადების შესახებ, რომელიც ტანისამოსის, თეთრეულის, პირსახოცის, ზოგჯერ კი სამკაულის მეშვეობითაც ვრცელდება

თარიღი : 12-08-2019, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ჩემი ექიმი,“- ასეთია იმ რუბრიკის სახელწოდება, რომელსაც იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge „კლინიკა ბომონდთან“ ერთად გთავაზობთ.

რუბრიკის ფარგლებში თქვენ გაეცნობით საინტერესო და იშვიათ შემთხვევების „კლინიკა ბომონდი“-ს ექიმების საქმიანობიდან და მიიღებთ რჩევებს თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

რუბრიკა „ჩემი ექიმი“ ასევე გაგაცნობთ ინფორმაციას „კლინიკა ბომონდი“-ს მიერ გამოცხადებული სხვადასხვა აქციისა თუ უფასო კონსულტაციების შესახებ.


რუბრიკის ფარლებში, "კლინიკა ბომონდი"-ს დერმატოვენეროლოგიური კაბინეტის ხელმძღვანელი ბუჭა ჩაკვეტაძე კანის სოკოვანი დაავადების-ნაირფერი პიტირიაზის შესახებ გვესაუბრება. დაავადება უმთავრესად კანის ზედაპირულ, რქოვანა შრეს აზიანებს.

"ნაირფერი პიტირიაზი მთელ მსოფლიოში საკმაოდ არის გავრცელებული. არც საქართველოა გამონაკლისი. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კლიმატური პირობები ხელსაყრელიც კი არის აღნიშნული დაავადების განვითარებისთვის, ვინაიდან ნაირფერი პიტირიაზი თბილი და ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნების დამახასიათებელი პათოლოგიაა. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უფრო ხშირად თინეიჯერებში გვხვდება, რაც ამ ასაკში საოფლე და ცხიმის ჯირკვლების მომატებული აქტიურობით არის განპირობებული.

ნაირფერი პიტირიაზი გადამდები დაავადებაა. მართალია, სამედიცინო ლიტერატურაში წააწყდებით მოსაზრებას, რომ ის ერთი ადამიანისგან მეორეს არ გადაეცემა, მაგრამ ეს მოსაზრება მცდარია.

ნაირფერ პიტირიაზს კერატომიკოზების ჯგუფის წარმომადგენელი სოკო Pityrisporum orbicularis ან Malassesia furfur იწვევს. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია. გადაცემისთვის დაავადებულთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტია საჭირო. ვრცელდება უმთავრესად ტანისამოსის, თეთრეულის, პირსახოცის მეშვეობით გადაედება, ზოგჯერ – სამკაულის მეშვეობითაც,"- ამბობს დერმატოვენეროლოგი.


ნანახია: 512-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
აქციის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყო ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა: მუცლის ღრუს ექოსკოპია,

ამინდი