Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ისტორიულ მემკვიდრეობებში ვგლიჯოთ 'კარმა', მეტლახი, ციხესიმააგრეებზე კონდიციონერები,'-საზოგადოების კრიტიკა ეკლესიაში ქვის იატაკის მეტლახით ჩანაცვლებაზე

თარიღი : 10-08-2019, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას უარყოფითად აფასებენ ქუთაისში. ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი განვლილ დღეებში შეიცვალა ადგილობრივები თვლიან, რომ მომხდარი კრიტიკას ვერ უძლებს.

"ერთი თვე ვცხოვრობდი ყინწვისის მონასტერში და ძალიან მიყვარს იქაურობა. ისტორიულ სამონასტრო კომპლექსს ერწყმის ულამაზესი ბუნება. ეს ფოტოები რომ ვნახე ახლა, გული მომიკვდა..."-წერს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

"არ უნდა განვიკითხოთ ,ღმერთი მოკითხავთ ხომ?! გეებს ვსდიოთ კომბლებით ქართველობა არ წაგვართვან, ისტორიულ მემკვიდრეობებში კი ვგლიჯოთ "კარმა", მეტლახი, ციხესიმააგრეებზე კონდიციონერები და ა.შ"- წერს გაგა ჩიხლაძე.

"ხო აბა, კომფორტის ზონის გარეშე მსახურება როგორ შეიძლება. საზღვარი აქვს ყველაფერს. რომ შეხედავ მექისე მოგინდება, ლოცვა კი არა".

"ცოტაც დააცადეთ ბარემ, ჯაკუზი და კონდენციონერი დადგან, ბარის ,,სტოიკა" დაამონტაჟონდა მერე მოახდინეთ რეაქცია,"- თვლიან ადგილობრივები.

ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო". მათი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.

"უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრვ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა. უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივი მღვდელმსახურების მიერ არ იქნა დაშვებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა. ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელის თანხვედრაში იმყოფებოდა სააგენტოს პოზიციასთან.

განხორციელებული სამუშაოები უკანონო ქმედებად შეფასდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა საბჭოს მხრიდანაც, რომელიც 2 დღის წინ სამონასტრო კომპლექსზე ერთობლივად იმყოფებოდა. მათი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ახლადმოწყობილი იატაკი დემონტაჟს და ნეიტრალური ფერის ქვის კვადრებით, ქართული შერეული სტილით მოწყობას საჭიროებს.

ძეგლთა დაცვითი პრინციპებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საკითხზე შემდგომი რეაგირება საქართველოს საპატრიარქოს წერილობით სთხოვა.

ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი განვლილ დღეებში შეიცვალა. სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეუთანხმებლად წარიმართა. კანონდარღვევით მიმდინარე პროცესს არ ჰყოლია არქეოლოგიური ზედამხედველი. უნებართვო სამუშაოების შედეგად არსებულ იატაკზე, თარაზულად მოსწორებულ ცემენტის ზედაპირზე არატრადიციული წყობითაა დაგებული ძვირადღირებული მარმარილოს მსხვილი, მართკუთხა ფილები, რაც იატაკის დონეს არსებულთან შედარებით რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა სწევს და დარბაზში არსებულ საფლავის ქვას სცდება. იატაკის ახალი საფარი სრულ შეუსაბამობაშია ტაძრის ინტერიერის მხატვრულ არქიტექტურულ სახესთან და თავისი სარკისებრი ზედაპირით უხეშად აკნინებს კედლებზე შემორჩენილ XIII საუკუნის დასაწყისის კედლის უნიკალურ მხატვრობას. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის დარვევითაა მოწყობილი ამბიონის საფეხური, რომელიც მასიური ქვის ნაცვლად მომცრო ფილებით არის მოპირკეთბული. დიდი ალბათობით, უნებართვო და არასათანადო ჩარევის რისკის ქვეშ იმყოფება ყინწვისის გვიანი შუა საუკუნეების დროინდელი კანკელიც.

რუის-ურბნისის ეპარქიასთან ურთიერთობის ნორმალიზების პირობებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მზადაა კვალიფიციური სპეციალიტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით უზრუნველყოს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მეთოდოლოგიურად მართებული სარეაბილიტაციო პროექტის მომზადება და მისი განხორციელების ზედამხედველობა, რომელიც წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში იატაკის ფენილის რეაბილიტაციასთან ერთად, სხვა პრობლემურ მიმართულებებსაც მოიცავს,"-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 320-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპს მოიცავს და მასზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა
მიმდინარე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოინახულა.
1994 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი გელათის მონასტერი 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ
ქართული მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან, საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ძეგლების

ამინდი