Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სიგარეტის კვამლისგან ავეჯსა და ტანსაცმელზე დალექილი ნაერთები ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა

თარიღი : 10-08-2019, 17:34 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
პასიური მწეველობის საშიშროების შესახებ (კვამლის მეორეული ზემოქმედება) კარგადაა ცნობილი. თუმცა ასევე არსებობს მესამეული ზემოქმედება - ეს ის ნაერთებია, რომელიც ილექება ავეჯზე, მწეველის ტანსაცმელზე და მის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი.

კალიფორნიის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ მესამეული ზემოქმედება იწვევს გენების ექსპრესიაში ცვლილებებს. კერძოდ, ზიანდება რესპირატორული სისტემის ეპითელარული უჯრედები.

მეცნიერებმა აიღეს 27-29 წლის 4 ჯანმრთელი, არამწეველი ქალის ცხვირის ნაცხი. თავდაპირველად ისინი იმყოფებოდნენ შენობაში, სადაც სუფთა ჰაერი იყო, შემდეგ სამი საათის განმავლობაში ქალები თამბაქოს პროდუქციის მესამეული ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს. მოხალისეებისგან აღებული მასალიდან გენების ექსპრესიაში ცვლილებების გასაანალიზებლადმეცნიერებმა გამოყვეს რნმ.

10000-დან დაახლოებით 382 გენში აღინიშნებოდა ექსპრესიის მაღალი, 7 გენში კი არასაკმარისი დონე. ეს ყველაფერი ხდებოდა სამსაათიანი ზემოქმედების შედეგად. ასევე იცვლებოდა დაჟანგვის სტრესთან დაკავშირებული გზები, რაც თეორიულად ზრდის კიბოს განვითარების რისკს. დაზიანებები არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხვირის ღრუთი. სავარაუდოდ, ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს ფილტვებშიც.

mkurnali.ge


ნანახია: 178-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შემოდგომის კლიმატი საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ბოლო წლებია ზაფხულიდან პირდაპირ ზამთარში ვინაცვლებთ.
საქართველოში თამბაქოს ყველაზე მეტი მომხმარებელი თბილისში, აჭარასა და იმერეთში ჰყავს.
გამოკითხულთა 7%-ს, კოსმეტიკის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.
კანონპროექტით, მკაცრად იკრძალება თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, საჯარო სივრციდან მოწევა დაშვებული იქნება მხოლოდ რამდენიმე
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების

ამინდი