Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აგვოსტოს ომში დაღუპული ჭიათურელი მებრძოლის ოჯახს 10 000 ლარი გადასცეს

თარიღი : 10-08-2019, 15:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა, დირექტორთა საბჭოს წევრმა, თემურ ხონელიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად, შინდისის გმირის - შმაგი კუპატაძის ოჯახი მოინახულა და ფულადი დახმარება -10 000 ლარი გადასცა.

თემურ ხონელიას განცხადებით, "ჯორჯიან მანგანეზმა" ეს გადაწყვეტილება სამშობლოს შეწირული გმირის ოჯახის დასახმარებლად მიიღო. მისივე თქმით, ამ ქმედებით, კომპანიას და მის თითოეულ თანამშრომელს სურს, ქვეყნისთვის თავდადებული გმირების ხსოვნისადმი თავისი პატივისცემა გამოხატოს.

"ჯორჯიან მანგანეზმა" გადაწყვიტა, სამშობლოსათვის თავდადებული გმირის -შმაგი კუპატაძის, ისევე როგორც აგვისიტოს ომის მეორე გმირის, ზესტაფონის მკვიდრის, უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის ოჯახებს მაქსიმალურად დაუდგეს გვერდში. გვსურს, გავიზიაროთ ამ ოჯახების ტკივილი და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას. ამ აქციით, გვინდა კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც მოვუწოდოთ, რომ სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ოჯახებს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდში, მათ უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანა არასდროს დაივიწყებს ამ ადამიანების გმირობას", - განაცხადა თემურ ხონელიამ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, "ჯორჯიან მანგანეზმა" კარგი აქცია წამოიწყო და კომპანიის ეს ნაბიჯი ნამდვილად დასაფასებელია., გივი მოდებაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყოველთვის ეხმარება შმაგი კუპატაძის ოჯახს, რათა მცირედით მაინც შეუმსუბუქოს მათ ის დიდი ტკივილი, რაც მათ 2008 წლის აგვისტომ მოუტანა. "მთელი საქართველო ვალშია ამ ოჯახის წინაშე,"-აღნიშნა გივი მოდებაძემ.

შმაგი კუპატაძის დედამ სტუმრებს ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისათვის, 2008 წელს, რუსულმა ავიაციამ იერიში პირდაპირ იმ ოცეულზე მიიტანა, რომელშიც ჭიათურელი რიგითი კაპრალი - შმაგი კუპატაძე მსახურობდა. მტერმა მისი ოცეული ალყაში მოაქცია. შმაგი კუპატაძე, აგრესორთან უთანასწორო ბრძოლაში, გმირულად დაეცა. გარდაცვალების შემდეგ, ის მხედრული მამაცობისთვის, მედლით დაჯილდოვდა.


ნანახია: 510-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებსაც მიულოცეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, 2008 წლის აგვისტოს ომში სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული
ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადაეცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან დაღუპული გმირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს

ამინდი