Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დახმარების გარეშე დარჩენილი მარტოხელა მამაკაცი: დახმარება რომ დაგინიშნოთ ვერ უნდა დადიოდე ან კიბო უნდა გჭირდესო

თარიღი : 9-08-2019, 18:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევის მკვიდრი ანზორ კიკვაძე სიცოცხლეს მეზობლების დახმარებით ინარჩუნებს. 67 წლის მამაკაცს, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია, სახელმწიფო სოციალურ შემწეობაზე უარს ეუბნება. ანზორ კიკვაძე გვივება, რომ ბოლო შემოწმების შედეგად კვლავ მაღალი ქულა მიუვიდა. როგორც თავად ამბობს, სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, რომ დახმარების მიღება თუ სურს ან საწოლს უნდა იყოს მიჯაჭვული ან კიდევ მძიმე დაავადება უნდა ჰქონდეს.

"დახმარება რომ დაგინიშნოთ ვერ უნდა დადიოდე ან კიბო უნდა გჭირდესო. ცალი ხელი და ფეხი გაჩერებული მაქვს და მეტი რა უნდა მჭირდეს,"-ამბობს მამაკაცი.

მამაკაცი დანგრევის პირას მყოფ სახლში მარტო ცხოვრობს. ჩაის ადუღება ერთადერთია რისი გაკეთებაც მას საკუთარი თავისთვის შეუძლია. მარტოხელა მამაკაცის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ მეზობლები, რომლებიც სახელმწიფოს ანზორ კიკვაძის დახმარებისკენ მოუწოდებენ. მამაკაცის მეზობლები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მის მოქალაქეებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

მარტოხელა მამაკაცის პრობლემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ მამაკაკი ბოლოს 2019 წლის აპრილში გადამოწმდა, თუმცა მაღალი სარეიტინგო ქულა დაფიქსირდა, რის გამოც ის ფულადი შემწეობით სარგებლობას ვერ შეძლებს. სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ ანზორ კიკვაძის მდგომარეობას დამატებით შეისწავლიან და შეეცდებიან ის სხვა,არაფულად სოციალურ პროგრამებში ჩართონ. რაც შეეხება მაღალ სარეინტინგო ქულას, აღნიშნულის მიზეზად სააგენტოში მოხუცის მიერ მიწების ფლობას ასახელებენ.


ნანახია: 283-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ამინდი