Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მერია და 'ჯორჯიან მანგანეზი' ყვირილის სანაპიროს რეაბილიტაციას განახორციელებენ

თარიღი : 9-08-2019, 12:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზის" დირექტორატის საბჭოს წევრმა თემურ ხონელიამ მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად ჭიათურაში ყვირილის სანაპირო დაათვალიერეს. ყვირილის სანაპირო ზოლზე მუნიციპალიტეტის მერია და ,,ჯორჯიან მანგანეზი“ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებენ. მოხდება საველოსიპედო და ფეხით მოსიარულეთა ბილიკის, ტროტუარის, მოაჯირისა და სავალი ნაწილის მოწყობა. ასევე იგეგმება მთელი პერიმეტრის გამწვანება და უსახური შენობების განახლება.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად პროექტის მომზადება უახლოეს პერიოდში დაიწყება, პროექტირების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოებს კერძო კომპანიასთან ერთად განახორციელებს.

გივი მოდებაძის თქმით, ჩატარდება მასშტაბური სამუშაოები, რაც ჭიათურას სრულიად ახალ და თანამედროვე იერს შესძენს. ჭიათურის მერი დარწმუნებულია, რომ ,,ჯორჯიან მანაგანეზთან“ ერთად პროექტის განხორციელება მოკლე ვადებში მოხდება.

რეაბილიტაცია მოიცავს: ყვირილის მარცხენა სანაპირო ზოლს მაღაროელთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან -თხელიძის ქუჩის ბოლომდე და მარჯვენა სანაპიროს გამარჯვების პარკიდან- ნიკოპოლის ქუჩამდე.

NS


ნანახია: 685-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი