Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი ჭიათურის მოსახლეობას: მოვედით, რათა დეტალური ინფორმაცია მივიღოთ ყველა იმ პრობლემის შესახებ, რაც გაწუხებთ და შევეცდებით მოკლე დროში მოვაგვაროთ თქვენი პრობლემები

თარიღი : 9-08-2019, 11:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მოსახლეობასთან შეხვედრისა და კომუნიკაციის გაზრდის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიგა კაცია, პარლამენტის წევრი რომან კაკულია, იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებული ზვიად შალამბერიძე,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,ჭიათურის მაჟორიტარი სულხან მახათაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხრეითს,რგანს,დარკვეთსა და პერევისას სტუმრობდნენ.

„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ მოსახლეობასთან, რათა დეტალური ინფორმაცია მივიღოთ ყველა იმ პრობლემის შესახებ, რაც გაწუხებთ და შევეცდებით უფრო მყისიერად,მოკლე დროში მოვაგვაროთ თქვენი პრობლემები" -მიმართა შეკრებილებს ზვიად შალამბერიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსახლეობას საშუალება მიეცა, სტუმრებისთვის შეკითხვები პირადად დაესვა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი ხედვების შესახებ ისაუბრეს და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს. შეკითხვები, ძირითადად, სოფლებში შიდა საუბნო გზისა და სასმელი წყლით მოგვარებას,ასევე ჯანდაცვის,შეშით მომარაგების და სხვა საკითხებს ეხებოდა.

ჭიათურის მერმა იმ ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრა , რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია ჭიათურის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

"ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ გავაძლიეროთ სოფელი,სადაც, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერს მოვაგვარებთ". -აღნიშნა გივი მოდებაძემ და ჭიათურაში, კერძოდ, სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

ცნობისათვის: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზების მოწყობის მიზნით გამოიყო 3 500 000 ლარი, რომელიც 118 პროექტის განხორციელებას მოხმარდა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დღეის მდგომარეობით დაფინანსებულია 6 საავტომობილო გზის პროექტი, რომლის ღირებულება 4 500 000 ლარს შეადგენს. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 58 სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელების მიზნით 1 412 000 ლარი გამოიყო.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე,ჭიათურის 19 საჯარო სკოლაში ( აქედან 15 -სოფლის სკოლაა) დასრულდება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლის საერთო ღირებულება 880 000 ლარს შეადგენს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარე წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში- მეჩხეთურში, რგანში და გუნდაეთში დაგეგმილია ახალი საჯარო სკოლის პროექტირება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამბულატორიებს.


ნანახია: 48-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერი მოქალაქეთა მიღებას მერიის შენობის ნაცვლად, ჭიათურის სოფლებში ახორციელებს.

ამინდი