Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ექსპერტთა 10 რჩევა ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის შესანარჩუნებლად

თარიღი : 13-07-2019, 15:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ნებისმიერი დაავადება სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს და ცუდ გუნებაზე გვაყენებს. გთავაზობთ ექიმ-ექსპერტთა 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის განმტკიცებასა და ამაღლებული გუნება-განწყობის შენარჩუნებაში:

1) დღე დაიწყეთ ღიმილით, შეეცადეთ დილიდანვე დაიმუხტოთ პოზიტივითა და კარგი განწყობით;
2) გაღვიძებისთანავე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი;
3) ყოველ დღე რეგულარულად ივარჯიშეთ, ამით მუდმივად შეუნარჩუნებთ სხეულს ტონუსს, რაც ასე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის. თუ სირბილს, ცურვას და სხვა ფიზიკურ აქტივობას ვერ ახერხებთ, 20-30 წუთიანი მარტივი ვარჯიშები მაინც შეასრულეთ;
4) ყოველდღიურად მიირთვით ხილი და ბოსტნეული, გახსოვდეთ, მათში შემავალი ვიტამინებისა და მიკროელემენტების გარეშე ვერ შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას;
5) ისწავლეთ პოზიტიურად აზროვნება, ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ნეგატიურ მოვლენებზე, ყურადღების ვექტორი მიმართეთ მხოლოდ წარმატებასა და კეთილდღეობაზე, ამ გზით მოიპოვებთ ცხოვრებაში გამარჯვებას და შეძლებთ წინსვლას;
6) ძილის წინ აუცილებლად გაანიავეთ ოთახი, სუფთა ჰაერი სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის დასვენებისთვის, ეხმარება სრულფასოვან ძილს;
7) რეგულარულად მიიღეთ კონტარსტული შხაპი, ის აჯანსაღებს, აკაჟებს სხეულს და ავსებს ენერგიით;
8) აუცილებლად გამოყავით დრო სეირნობისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებაში გასეირნება, ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ზრდის სტრესებისადმი გამძლეობას;
9) იკვებეთ ჯანსაღად, საკვების მიღების წინ 10-15 წუთით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი;
10) რეგულარულად ავარჯიშეთ ტვინი, ამისათვის რეკომენდებულია წიგნების კითხვა, უცხო ენების შესწავლა, საშუალო ზომის სტროფების დაზეპირება, ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა, კროსვორდების ამოხსნა და სხვა.

mkurnali.ge


ნანახია: 260-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეფექტურია ჭამამდე დალიოთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული ოთახის ტემპერატურის მინერალური წყალი ან პომიდვრის წვენი.
სპეციალისტების რჩევები.
ის დაავადებების პროფილაქტიკის მარტივი და იაფი საშუალებაა.
დილით დიდი რაოდენობით წყლის მიღებით მკურნალობის მეთოდი მართლაც უნიკალურია: ის კურნავს თავის ტკივილს, ებრძვის გულისა და
თურმე, იმისათვის რომ ტვინი ბედნიერებისკენ განვაწყოთ, ცხოვრებით ტკბობა და ყველა დღით გახარება შევძლოთ, უპირველეს ყოვლისა,
ბრიტანელმა დიეტოლოგებმა ტვინის მუშაობის გამააქტიურებელი საკვები პროდუქტების სია შეადგინეს.

ამინდი