Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ადიდებული რიონიდან მაშველებმა მებადური გამოიყვანეს

თარიღი : 12-07-2019, 15:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა, რის შედეგადაც რიონში სათევზაოდ შესული მამაკაცი ნაპირზე გასვლას ვეღარ ახერხებდა.
მაშველებმა მებადური მდინარის ნაპირზე სპეციალური ნავის მეშვეობით გაიყვანეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მამაკაცი მდინარე რიონში სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც ძლიერმა წვიმამ წყლის დონის მატება გამოიწვია და 46 წლის მოქალაქეს წარმოქმნილი კუნძულიდან გადაადგილების საშუალება აღარ მისცა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავის საშუალებით შევიდნენ და წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.,"- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


ნანახია: 468-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდა მამაკაცი უვნებელია და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ახალგაზრდა მამაკაცი უვნებელია და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამინდი