Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია: დიდი მადლობა სუსს რომ მისმენენ, რადგან როგორც კი დავაანონსე აქცია-პერფორმანსი, ასეთ წვიმაში მოვიდა მერიიდან ჯგუფი და დაიწყეს დაზიანების აღმოფხვრა

თარიღი : 12-07-2019, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე აქცია-პერფორმანსი გამართა და გზის საფარი დააგო. წულაიას თქმით, ქალაქის ისტორიულ ქუჩაზე გზის საფარი უკვე მეოთხე წელია დაზიანებულია და მისი შეკეთება არ მოხერხდა.

"ასობით ტურისტი დადის ამ ქუჩაზე და ყველა მათგანი სველდება მანქანების მოძრაობის დროს, რადგან გზა დაზიანებულია და გუბეში წყალი დგას. ქუთაისის მერს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ დაზიანების შესახებ, რადგან ის მუდმივად სხვა ქვეყნებშია მივლინებით, თორემ განა არ გააკეთებდა? და დიდი მადლობა სუსს რომ მისმენენ, რადგან როგორც კი დავაანონსე აქცია-პერფორმანსი, ასეთ წვიმაში მოვიდა მერიიდან ჯგუფი და დაიწყეს დაზიანების აღმოფხვრა,"-განაცხადა წულაიამ.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის თქმით, მერიის მიერ დაზიანების შესაკეთებლად გამოცხადებული ტენდერი 3-ჯერ ჩაიშალა და მხოლოდ დღეს მოხერხდა სამუშაოების დაწყება.


ნანახია: 510-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას პირველ შესახვევში
წულაიას განცხადებით, ქუთაისის ხელისუფლება კრიტიკაზე არ რეაგირებს და გადაწყვიტა მათ დასცინოს. ამის შესახებ წულაიამ ქუთაისში,
გოგი წულაია ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ უყურადღებობაში ადაანაშაულებს.
დაპირისპირება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასა და ქუთაისის მერიას შორის.

ამინდი