Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში ფართომასშტაბიანი გამწვანების აქციის მოწყობა იგეგმება

თარიღი : 12-07-2019, 11:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურაში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის-თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ამხანაგობა ,,დაგი-სკის“ მმართველმა მიხეილ შარანგიამ და შ.პ.ს. ,,ჭიათურბაგირგზების“ დირექტორმა რამაზ ყიფშიძემ.

მემორანდუმი მიმდინარე ბაგირგზების მშენებლობის პროცესისათვის უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, კერძოდ, ბაგირებისა და გონდოლების დამონტაჟების საკითხის ბოლომდე მიყვანისათვის, რამოდენიმე ხის მოჭრის აუცილებლობას და ერთ მოჭრილ ხეზე 4 ძვირადღირებული ხის ჯიშის დარგვას ითვალისწინებს.

ამხანაგობა ,,დაგი-სკი“ იღებს ვალდებულებას დააფინანსოს ძვირადღირებული ჯიშების-საკურას, ლეილანდის კვიპაროსის, უნგრული ცაცხვის, მტირალა ტირიფის და მსხილფოთოლა ნეკეჩხალის შეძენა, ტრანსპორტირება და რამდენიმე წლის განმავლობაში მოვლა-პატრონობა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ კი მემორანდუმის მიხედით, დათქმულ ლოკაციებზე უმოკლეს ვადაში უნდა განახორციელოს აღნიშნული ნერგების დარგვა და უზრუნველყოს ფართომაშტაბიანი "გამწვანების აქციის“ მოწყობა. ასევე, მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის საბოლოო შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

NS


ნანახია: 143-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი