Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლა კონკურსის-'მოვუაროთ სკოლას' გამარჯვებული გახდა

თარიღი : 11-07-2019, 17:21 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის #17 საჯარო სკოლა კონკურსის- "მოვუაროთ სკოლას" ერთ-ერთი გამარჯვებულია. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ სკოლას გამარჯვება მიულოცა და სმარტბორდი გადასცა.

კონკურსი სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში მონაწილეობა ფონდის მიერ რეაბილიტირებული საჯარო სკოლებს შეეძლოთ. პროექტში რეგიონის არაერთი სკოლა ჩაერთო. შედეგად, ჟიურის მიერ სამი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა, რომლებმაც სკოლის მოვლის გრძელვადიანი და თანმიმდევრული გეგმა შეიმუშავეს და დანერგეს.

გამარჯვებულ სკოლებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს დირექტორი მაგდა მაღრაძე სპეციალურ პრიზებსა და სასკოლო ტექნიკას გადასცემს. მომავალ კვირაში მსგავსი სიურპრიზით საჩუქრების გადაცემა პირველ და მეორე ადგილზე გასული სკოლებისთვის იგეგმება.

პროექტი-"მოვუაროთ სკოლას" ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივით ხორციელდება და საქართველოში მსოფლიოში აპრობირებული მიდგომის- მოსწავლეების, პერსონალისა და თემის მიერ საკუთარ სკოლაზე ზრუნვის დანერგვას ემსახურება.


ნანახია: 221-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი დასავლეთ საქართველოში 30 სკოლას სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს. სკოლების რეაბილიტაციის პროექტის
გამარჯვებულებს 3000 ლარიანი პრიზი - კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი გადაეცემათ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. რეგიონის მასშტაბით