Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კაცების სამაია,'-სკანდალური ქუთაისელი მხატვრის მორიგი ნამუშევარი და საზოგადოების კრიტიკა

თარიღი : 11-07-2019, 10:46 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი მხატვრის ლია უკლებას მორიგი ნახატი კვლავ საზოგადოების დიდი ინტერესის ქვეშ მოექცა. უკლებამ ამჯერად "კაცების სამაია" დახატა. მათ სამაიას სამოსი მოარგო და ააცეკვა. თავად მხატვარი ამბობს, რომ ამით ერთგვარი პროტესტი გამოხატა ანსამბლ "სუხიშვილების" ხელმძღვანელის ნინო სუხიშვილის საქციელის მიმართ.

როგორც ცნობილია, სუხიშვილმა გეი მოცეკვავეების სიყვარულზე გადაღებულ ქართულ-შვედურ ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა, მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ.

"ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს",-განაცხადა "სუხიშვილები"-ს ხელმძღვანელმა.

მხატვარი ლია უკლება ამბობს, რომ სწორედ ამას აპროტესტებს. მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს და იცხოვროს ისეთი, როგორც თავად სურს და შინაგანადაა. ქუთაისელი მხატვრის ამ ნამუშევარს საზოგადოების მხრიდან უკვე მოჰყვა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია.

"რა არის აქ მოსაწონი?! ქართული ნაციონალური სამოსისა და ცეკვის დაჯაბნა?! არ გიცდიათ ქალბატონო ლია რაიმე ღირსეული შექმნათ და იმით მიიქციოთ ყურადღება?!"
"სპეციალურად აკეთებთ, რომ ლგბტ შეაზიზღოთ ხალხს? სრულიად ნეიტრალური მოსახლეობაც ვეღარ იტანს უკვე მათ. არ გებრალებათ ის ხალხი? თქვენზე უფრო დიდი მტერი ლგბტს არ ყავს, საკუთარი თავის პიარისთვის წირავთ მათ,"- წერენ სოციალურ ქსელში.

ლია უკლებამ ასევე ლგბტ თემის რეპრესიებს მიუძღვნა წინა ნამუშევარი "ტრანსგენდერი ჩვილით", ამით თქვა, რომ ამ ადამიანებსაც აქვთ სურვილების ახდენის უფლება.
ამბობს რომ მხატვარია და სწორედ ნახატის მეშვეობით გამოხატავს საკუთარ პროტესტს.


ნანახია: 457-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონცერტმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
მხატვრის განცხადებით, სულ მალე მოეწყობა გამოფენა, სადაც მხოლოდ პოლიტიკოსების პორტრეტები იქნება წარმოდგენილი.
17 წლის აბიტურიენტი, დედასთან და 15 წლის დასთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს. მამა, რომელიც ოჯახში ერთადერთი შემომტანი იყო, რამდენიმე
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ამავე თეატრის მსახიობის, მესხიშვილის პრემიის ლაურეატის ენდი ძიძავას საიუბილეო საღამო გაიმართა.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ახალგაზრდა მხატვარს შეხვდა და წარმატება მიულოცა.

ამინდი