Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლატვიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ხარაგაულის სახალხო თეატრი დახურავს

თარიღი : 10-07-2019, 16:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სპექტაკლით „ორნი"-ლატვიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ხარაგაულის სახალხო თეატრი დახურავს.

ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის თეატრალურ ფესტივალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, დღეს გაემგზავრა.

"ორნი", მაკა კუკულავას პიესის მიხედვით, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით, 2018 წელს დაიდგა და სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. "თეატრალურ იმერეთზე" ერთ-ერთი მთავარი ნომინაცია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის თეატრის რეჟისორს და მსახიობს ირინე ჩხეიძეს გადაეცა.

"თამაშები სიამოვნებისთვის - 2019“ ასე ეწოდება ფესტივალს, რომელიც ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში წელს მეთხუთმეტედ იმართება.

წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრს!


ნანახია: 230-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ლაშა
იმერეთში 20 ივნისიდან 7 ივლისამდე თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
სახალხო თეატრი, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „თანამდევი სული“ ითამაშებს.