Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა თანხები დახარჯეს მივლინებებში იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტის მერიებმა

თარიღი : 10-07-2019, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობიანმა საქართველო"-მ და ორგანიზაციის ზედამხედველობის ჯგუფმა იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტის მერიის (ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, ხონი, ხარაგაული) სამივლინებო ხარჯები შეისწავლა.

ორგანიზაციამ მივლინებებთან დაკავშირებით ინფორმაცია 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით გამოითხოვა. მიღებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"1 - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია:
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციებში ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტმა 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით იმერეთის რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა დახარჯა, რომელიც (500 000 ათას ლარს აღემატება). აქედან მხოლოდ 2019 წლის პირველ ნახევარში 6 თვეში გახარჯულია 155 000 ათასი ლარი, თუმცა ორგანიზაციამ დეტალურად მიიღო დოკუმენტაცია, შესაბამისი ანგარიშებით, თითოეული ნიუანსი, რომელიც დაკავშირებული იყო საჯარო ინფორმაციის სამივლინებო თანხებთან დაკავშირებით. ჯამში დოკუმენტური თვალსაზრისით ორგანიზაციამ დაახლოებით 300 ერთეული დოკუმენტი მიიღო დანართის სახით, სადაც დეტალურად იქნა წარმოდგენილი სამივლინებო ხარჯების მიზნობრიობა და მუნიციპალიტეტისთვის მიღებული შედეგები. დოკუმენტაციის თვალსაზრისით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულყოფილია და ამ მხრივ ეჭვი არ შეგვაქვს სამივლინებო ხარჯების დამალვის ფაქტზე, ხოლო სოლიდური თანხების სამივლინებო ვიზიტებში გახარჯვის მიმართებაში კონკრეტული შენიშვნები და ეჭვები გვაქვს, რომელსაც საბოლოო შეფასებაში წარმოვადგენთ. ამჟამად დეტალურად მიმდინარეობს მიღებული დოკუმენტაციების დეტალური დამუშავება და შესწავლა.

2 - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია:

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციებში ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტმა 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით გახარჯა 57 993 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლის პირველ ნახევარში 6 თვეში გახარჯულია 31 299 ათასი ლარი. მათ მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია ვერ ადასტურებს სამივლინებო ხარჯების მიზნობრიობასა და მუნიციპალიტეტისთვის მიღებულ შედეგებს. მუნიციპალიტეტის მიერ სამივლინებო ვიზიტები და გაწეული ხარჯები დაუსაბუთებელია და ჩვენი შეფასებით, წარმოადგენს არამიზნობრივ საბიუჯეტო თანხების ხარჯვას.

3 - ხონის მუნიციპალიტეტის მერია:
ხონის მუნიციპალიტეტის მერიას 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით სამივლინებო ვიზიტებში გახარჯული აქვს 4 023 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლის პირველ ნახევარში სამივლინებო ვიზიტებში გახარჯული თანხები არ არის წარმოდგენილი. როდესაც ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ სოლიდური თანხები დახარჯა უკრაინაში სამივლინებო ვიზიტებისას, ამგვარად ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია არასაკმარისია და დამალულია რიგი სამივლინებო ხარჯები.

4 - ვანის მუნიციპალიტეტის მერია:

ვანის მუნიციპალიტეტის მერიას 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით სამივლინებო ვიზიტებში გახარჯული აქვს 6 422 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლის პირველ ნახევარში 6 თვეში გახარჯულია 329 ლარი. ამასთანავე, მათ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციებით, ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული გახარჯული თანხა შიდა სამივლინებო ვიზიტებს ემსახურებოდა. შესაბამისად ორგანიზაციას ამ მხრივ, მუნიციპალიტეტის მიმართ არანაირი შენიშვნა და რეკომენდაცია არ აქვს. გარდა ამისა, მათ მიერ გახარჯული თნხები არ წარმოადგენენ არამიზნობრივ ხარჯვასა და სოლიდურ თანხებს.

5 - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით სამივლინებო ვიზიტებში გახარჯული აქვს 1 233 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლის პირველ ნახევარში სამივლინებო ვიზიტები არ არის განხორციელებული. გარდა ამისა დოკუმენტაციაში არ არის წარმოდგენილი 2017 წლის სამივლინებო ხარჯები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას მხოლოდ 2018 წელს აქვს სამივლინებო თანხები გახარჯული რომელიც შეადგენს 1 233 ლარს. ამრიგად მათ მიერ დოკუმენტაციაში ამ ხარჯვის შესაბამისობის მხრივ არ გვაქვს დამატებითი კითხვები, შენიშვნა და რეკომენდაციები,"- ნათქვამია განცხადებაში.

"ჩვენი ორგანიზაცია დეტალურად ახდენს მიღებული დოკუმენტაციის შესწავლას. შესაბამისად, სერიოზული დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართავს შესაბამის სამსახურებს. ამჟამად მიღებულ დოკუმენტაციებთან ერთად შესწავლა მიმდინარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების აღნიშნულ მუნიციპალიტეტების მიმართებაში, ამ ეტაპზე დეტლურ შეფასებას არ ვაკეთებთ, თუმცა არ გამოვრიცხავთ იმას, რომ რიგ საკითხებზე ჩავრთოთ სახელმწიფო, შესაბამისი სამსახურები,"-ამბობს "მშვიდობიანი საქართველო"-ს პრესსპიკერი მამუკა მორჩაძე.


ნანახია: 556-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციის კვლევა მოიცავს 2012 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს და ეფუძნება სამინისტროებიდან და
2013 წლის განმავლობაში პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების გარდა, 2 მილიონ

ამინდი