Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა მოხდა ხარაგაულის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე

თარიღი : 9-07-2019, 18:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეს ხარაგაულის მერთან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიკრიბა. საბჭოს წევრებმა ნიკოლოზ თოფურიძესთან რამდენიმე პრობლემატურ საკითხზე იმსჯელეს. პრიორიტეტად გამოყვეს ხარაგაულის იერსახის მოწესრიგება და მერს ამ კუთხით თანაჩართულობა შესთავაზეს.

ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, დაბის იერსახის მოსაწესრიგებლად თანხას მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისიწინებენ, თან, იმ დროისთვის უკვე დასრულებული იქნება მთავარი ქუჩის მოასფალტება და აღნიშნული პროექტის განხორციელებაც უფრო ეფექტური იქნება.

მთავარ საკითხებს შორის განიხილეს ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული პოლიეთილენის შემგროვებელი ბუნკერების დაცლისა და მათი სეპარირების საკითხი. ხარაგაულის არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ მიერ დაწყებული პროექტი „პოლიეთილენი-დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა“ ამჟამად, ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის მოვლა-პატრონობაშია. ეს უკანასკნელი კი, ჰიდრავლიკური პრესის გაუმართაობის გამო ბუნკერების დაცლას და პოლიეთილენის სეპარირებას სისტემატურად ვერ უზრუნველყოფს.

ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ზუსტად ამ საკითხზე უახლოეს დღეებში, დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც დიოქსინ ფურანების მართვაზე მუშაობს. მერი იმედოვნებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება და პოლიეთილენის შემგროვებელი ბუნკერების დაცლა და სეპარირება უფრო ინტენსირი გახდება.

საბჭოს წევრებმა ძირითად საკითხად დააყენეს ასევე, დაბის წყალმომარაგება და ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის მშენებლობის პროცესში ქუჩებისა და ჰაერის დაბინძურება.

ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, სტიქიით დაზიანებული ლეღვნის წყლის მთავარი მაგისტრალის აღდგენამდე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ალტერნატიული რეზერვუარის მოსაწყობად პროექტზე უკვე მუშაობს, თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის იქნება ხარაგაულში 24 საათიანი წყალმომარაგება, ვერ სახელდება.

რაც შეეხება ხარაგაულის ქუჩებში მაღალი გამავლობის მანქანების ინტენსიურ გადაადგილებას, რომლებიც სამშენებლო მასალას ეზიდებიან, კომპანია black sea group -ი ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმე, საჭიროებისამებრ ახორციელებს გზის მორწყვას.

საბჭოს წევრების აზრით, კარგი იქნება თუ მერი პირადად გააკონტროლებს გადარეცხვის შემდეგ ქუჩების დაგვა-დასუფთავებას.

მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2019 წლის დასწყისში ახალი შემადგენლობით შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ლალი სებისკვერაძე. დღეს საბჭომ რიგით მეორე სხდომა გამართა.


ნანახია: 1044-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკრებულოს სხდომაზე მერის საქმიანობა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეაფასა დადებითად.
ქუთაისის მერს სხვადასხვა დარგის ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული მრჩეველთა საბჭო ეყოლება. საბჭოს პრეზენტაცია, რომელიც დაახლოებით
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია Black Sea Group განახორციელებს.

ამინდი