Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ძაღლებს წყალში ახრჩობენ, შიმშილით კლავენ ან კიდევ ტყეში უშვებენ“- რა ხდება ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარში?! (ვიდეო)

თარიღი : 9-07-2019, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, წყალწითელას ცხოველთა თავშესაფარში არსებულ ვითარებას, ცხოველთა დამცველები აპროტესტებენ.

ცხოველთა დამცველის თქმით, ქუთაისში წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცხოველთა თავშესაფარი, საჩხერის, ჭიათურის, ბორჯომის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს არაკეთილსინდისიერად ემსახურება.

"საშინელ პირობებში ჰყავთ ძაღლები, არ აჭმევენ, არ ასმევენ და შიმშილით ხოცავენ. ძაღლების ვოლიერები კი იმდენად პატარაა, რომ ცხოველები უჰაერობით იღუპებიან. წესით, ამათ აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან ძაღლები უნდა მოჰყავდეთ, კასტრაციას უკეთებდნენ და ისევ მუნიციპალიტეტებში უნდა აბრუნებდნენ, თუმცა ესენი დაჭერილ ძაღლებს ქუთაისთან ახლოს ტყეში უშვებენ, ან კიდევ შიმშილით კლავენ,"- აცხადებს თემურ ლაჭყეპიანი.

თავშესაფრის მეპატრონე, ცხოველთა დამცველების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ძაღლებს დღეში სამჯერ აჭმევს და იდეალურ პირობებში ჰყავს.

გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობენ ქუთაისის მერიაში.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქუთაისში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში პრობლემებია და ცხოველებს უდიერად ექცევიან, აღნიშნული არ ეხება ა(ა)იპ ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს. როგორც ირკვევა, მასალაში რომელიც გამოქვეყნდა, საუბარია კერძო თავშესაფარზე და ქალაქის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ თავშესაფართან კავშირი არ აქვს,”-აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 829-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებას მაწანწალა ძაღლების ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანისა და გამოკვებისაკენ
თანამედროვე სტანდარტების მქონე ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა ადგილობრივი ხელისუფლებას 200 0000 ლარამდე დაუჯდა.
ლაჭყებიანი იმასაც ამბობს, რომ თავშესაფრის ხელმძღვანელი თამაზ დეისაძე თავშესაფრის ინტერესებს ოჯახის ინტერესებს არგებს.
ათდღიანი შუალედის შემდეგ, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ისევ დაათვალიერეს თავშესაფარში არსებული პირობები.
„შეწყდეს სადიზმი ცხოველების მიმართ,“ - აღნიშნული სლოგანით დღეს, ცხოველთა უფლებების დაცვის ასოციაციამ ქუთაისის მერიასთან
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის გასვლითი

ამინდი