Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოსახლეობა: ქუთაისის მერიამ და წყალმომარაგების კომპანიამ ჯოჯოხეთი მოგვიწყო

თარიღი : 8-07-2019, 09:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. მოქალაქეები სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ წყალი, რომელიც ისედაც გრაფიკით მიეწოდებოდათ, ახლა საერთოდ არ აქვთ.

"აბიტურიენტი იყო, გამოცდიდან გამოცდამდე მასწავლებელთან იარო ნახევრად მშიერმა და წყალი ღამის 2-ზე მოდიოდეს, ამაზე დიდი ჯოჯოხეთი რა გინდა?... ქუთაისის მერია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ამოწყდით... გმადლობთ, ნახვამდის,"-წერს ერთ-ერთი მოქალაქე ფეისბუქ გვერდზე.

"3 დღეა წყალი არ არის, ცხელ ხაზზე დარეკვას აზრი არ აქვს, ყველა ოპერატორი სხვადასხვა დროს მეუბნება. როდემდე უნდა ვიტანოთ ამათი უნიათობა?? ნეტა ამ ყველაფერზე მერიას რა პოზიცია აქვს ან საერთოდ თუ არის ინფორმირებული ქალაქში შექმნილ სიტუაციაზე??,"-წერენ მოქალაქეები.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში თავს იმით იმართლებენ, რომ წყალმომარაგების ძველი ქსელის ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების კუთხით შეფერხებები ახლავს.


ნანახია: 1364-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაცხოვრებლებს მეექვსე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ.
ქუთაისში, ომარ ფხაკაძისა და მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს დაახლოებით ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდება.

ამინდი