Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამსახურები, სადაც დასაქმებისთვის დიპლომი არ დაგჭირდებათ

თარიღი : 7-07-2019, 14:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
Apple-ში მუშაობის დასაწყებად განსაკუთრებული აკადემიური წარმატება საჭირო სულაც არ არის - ამის შესახებ Business Insider-ი წერს. როგორც გამოცემას Apple Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განუცხადა, კომპანიის თანამშრომელთა ნახევარს უმაღლესი განათლების 4-წლიანი ხარისხიც კი არ აქვს.

მსგავსი მიდგომა აქვს LinkedIn-საც, რომელიც თანამშრომლის აყვანისას მისგან ბაკალავრის ხარისხს სულაც არ ითხოვს. ამასთან, Apple-სა და Google-ს მშობელ კომპანიას Alphabet-ს ჰყავს თანამშრომლები, რომელთაც მხოლოდ უმაღლესი სკოლის დიპლომი აქვს. იგივე მდგომარეობაა Netflix-შიც.

იმისათვის, რომ ჩამოთვლილ გიგანტ ან სხვა უდიდესი შემოსავლების მქონე კომპანიებში დასაქმების შანსი ბაკალავრის ხარისხის მიღების გარეშე გაზარდოთ, LinkedIn-მა დაინტერესებული პირებისთვის შეადგინა 20 სამუშაო ადგილის ჩამონათვალი, რომლის მისაღებად დასაქმებულ პირებს კოლეჯის დიპლომი სულაც არ დასჭირვებიათ.

გაყიდვების კონსულტანტი - Business Insider-ის ინფორმაციით, მათ 7,8%-ს ბაკალავრის 4-წლიანი დიპლომი არ აქვთ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ტოპ კომპანიებში, სხვა პროფესიებთან შედარებით, ყველაზე ხშირად, გაყიდვების კონსულტანტებს აქვთ მხოლოდ უმაღლესი სკოლის დიპლომი.

ჯანდაცვის კონსულტანტები - დიდ და წარმატებულ კომპანიებში ჯანდაცვის ასისტენტებს 2,5-ჯერ უფრო ხშირ შემთხვევაში აქვთ უმაღლესი სკოლის ან ასოცირებული განათლების დიპლომი, ვიდრე სხვა პროფსიების წარმომადგენლებს.

მარკეტინგის წარმომადგენელი - Business Insider-ის ინფორმაციით, მათ 9,4%-ს ბაკალავრის ხარისხი მიღებული არ აქვს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების კოორდინატორი - ამ პოზიციაზე უმსხვილეს კომპანიებში დასაქმებული პირებიდან 9,7%-ს არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული.

კოსმეტოლოგი - ტოპ კომპანიებში მათი მაჩვენებელიც 9,7%-ს შეადგენს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები თავიანთ საქმეს წარმატებით ასრულებენ.

დაზღვევის აგენტი - მათ შემთხვევაში, უმაღლესი განათლების დამდასტურებელი დიპლომი დასაქმებულთა 10%-ს არ აქვს.

ქსელის ოპერაციების ანალიტიკოსი - ამ პოზიციაზე მსხვილ კომპანიებს 4-წლიანი ბაკალავრის დიპლომის წარდგენა სულაც არ ესაჭიროებათ, თუ კადრი საქმეს კარგად ასრულებს. შესაბამისად, ამ სამსახურებში დასაქმებულთა 10,7%-ს აღნიშნული დოკუმენტი სულაც არ აქვს ან სავარაუდოდ, არასდროს უსწავლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი - ეს სამსახური როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში ყოველთვის ითხოვს კადრებს. მნიშვნელოვანი არ არის, მათ უმაღლესი განათლება ჰქონდეთ მიღებული, მთავარია, კარგად კომუნიკაცია შეეძლოთ.

მოლარე -იგივე შეიძლება ითქვას, მოლარე ოპერატორებთან დაკავშირებითაც. ტოპ კომპანიებში დასაქმებულთა 11,7%-ს კი უმაღლესი განათლება მიღებული სულაც არ აქვს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების ოფიცერი - პოლიციელების ვალდებულებაა, ჩვენი უსაფრთხოება დაიცვან, ამისთვის კი უმაღლესი განათლება სულაც არ სჭირდებათ. მთავარია, ჰქონდეთ უნარები და ცოდნა, რომელიც პოლიციის ოფიცერს სჭირდება და მოტივაცია, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა მათთვის პრიორიტეტი იყოს.

მძღოლი - ამ პოციზიაზე დასაქმებულთა 12,6%-ს ბაკალავრის დიპლომი არ აქვს და ეს თავიანთი მოვალეობის წარმატებით შესრულებაში ხელს სულაც არ უშლით.

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი - ტოპ კომპანიებში ამ პოზიციაზე დასაქმებულთა 13,4%-ს უნივერსიტეტის დიპლომი არ აქვს. მთავარია, კარგად ერკვეოდნენ ტექნოლოგიებში და დაკისრებული ვალდებულება, წარმატებით შეასრულონ.

სურსათის სპეციალისტი/ტექნოლოგი - როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მათი 13,8% ბაკალავრის დიპლომს სულაც არ ფლობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარია, საქმის ცოდნა და სიყვარული. ამ შემთხვევაში, კომპანიები, რომლებიც დიდ შედეგებზე გასვლისთვის არიან ორიენტირებულები, აშშ-ში აუცილებლად დაგასაქმებენ.

ინფორმაციული ტენქოლოგიების ტექნიკოსი - ამ ძალიან საჭირო და მოთხოვნადი სპეციალობის მქონე პირების 17,3%-ს ტოპ კომპანიებში უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვთ.

კომპიუტერული ქსელის ტექნიკოსი - ამ მიმართულებით დასაქმებულთა 17,3% -ს უმაღლესი განათლების ხარისხი არ აქვს მიღებული, თუმცა ისინი ტოპ კომპანიებში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული თანამშრომლები არიან.

ტელეკომუნიკაციების ტექნიკოსები - მათი 18% წარმატებულ კომპანიებში ბაკალავრის დიპლომის გარეშე მუშაობს. აშშ-ში ამ ვაკანსიაზე თანამშრომლების მიღება ხშირად ცხადდება.

წარმოების ტექნიკოსი - დიახ, სწორედ ტექნიკური მიმართულებაა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი, ამიტომ თუ გაინტერესებთ, ამ მიმართულებით პროფესიული განათლების მიღებისგან თავი არ შეიკავოთ. Business Insider-ის მონაცემებით, აშშ-ში ამ სფეროში დასაქმებულთა 18,7%-ს ბაკალავრის ხარისხი არ აქვს.

შეფ-მზარეული - კარგი შეფ-მზარეული საქართველოშიც და უცხოეთშიც ძალიან მოთხოვნადი და დაფასებულია. თუ ბაკალავრის დიპლომი არ გაქვთ, მაგრამ გემრიელად ამზადებთ და ვიზუალზეც ზრუნავთ, მაღალანაზღაურებადი სამსახურის გარეშე სულაც არ დარჩებით. აშშ-ში უმაღლესი კლასის რესტორნებში დასაქმებული შეფ-მზარეულთა მხოლოდ 24,9%-ს აქვს უმაღლესი სკოლის ან ასოცირებული დიპლომი.

ელექტრიკოსი - ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ავტომობილის მფლობელი, რომელსაც ელექტრიკოსის დახმარება არ დასჭირვებია. პროფესიონალებს კი საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვთ. თუ ელექტრიკოსის პროფესიის უფრო სიღრმისეულად შესწავლა გსურთ, შეგიძლიათ, პროფესიულ სასწავლებლებს მიაკითხოთ. საზღვარგარეთ ეს პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია.

მექანიკური დიზაინერი - თუ კრეატიული და მოტივირებული ხართ, ამავდროულად, თქვენი საქმე კარგად იცით, ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიები დაგასაქმებენ და კარგადაც გადაგიხდიან. ამავდროულად, როგორც Business Insider აღნიშნავს, პროფესიონალებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს სულაც არ სთხოვენ.


ნანახია: 550-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამდენად აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია იმერეთის რეგიონის მაღალი თანამდებობის პირებს? საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად მთავრობის მიერ 27 ოქტომბერს ახალ სტანდარტები დამტკიცდა,
უახლოეს პერიოდში განისაზღვრება იმ მიმართულებების და სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია 3 წელიწადში მიიღწეს
მის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა ისაუბრა.
ვაკანსიების ვებგვერდ Jobs.ge-ზე სამსახურს ყოველკვირეულად საშუალოდ, 16 414 პირი ეძებს.

ამინდი