Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გჯეროდეთ სასწაულების, გჯეროდეთ უფლის და სიკეთის, არასოდეს დაკარგოთ იმედი,'- ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომლის სახელს ასეულობით ოჯახის გადარჩენა უკავშირდება

თარიღი : 6-07-2019, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, შორენა მოსიძის შესახებ გიამბობთ. მის სახელს საქართველოში უიმედო მდგომარეობასა და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი უამრავი ოჯახის გადარჩენა უკავშირდება.

თავად ემიგრანტის სტატუსი 19 წლის ასაკში მოირგო. ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა მოუწია, ვიდრე ამერიკაში თავის დამკვიდრებას შეძლებდა.

"პირველ რიგში ეს იყო ენის დაუფლება. დავიწყე ენის კურსებით, შემდეგ სხვადასხვა პროფესიით მუშაობა. ადვილი ნამდვილად არ ყოფილა ჩემი გავლილი გზა, ხშირად მიწევდა იმის გაკეთება, რაც არ მინდოდა და არ მსიამოვნებდა, თუმცა ყოველთვის ვიღებდი იმას, რასაც ცხოვრება მთავაზობდა და მიზანმიმართულად მივყვებოდი ჩემს გზას, რამაც მიმიყვანა ბევრ წარმატებასთან. ყველაფერ იმას, რაც შევქმენი ჩემს ცხოვრებაში, წარმატებად ვთვლი, რადგან დასახული მიზნები ბოლომდე მივიყვანე,"- ამბობს შორენა მოსიძე.

20 წელია, რაც შორენა მოსიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ამბობს, რომ ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რაიმე გაეკეთებინა საკუთარი ქვეყნისთვის. ამგვარ საქმედ კი ქველმოქმედება და ადამიანებისათვის სიკეთის კეთება აირჩია.
http://www.picz.ge/img/s3/1907/6/0/0e667565d138.jpg
"20 წელია რაც ემიგრანტი ვარ და ის რეალობა, რაც საქართველოში დავტოვე, თითქმის არ იცვლებოდა. მერე სოციალური ქსელით ვხედავდი ამა თუ იმ ადამიანების მდგომარეობას და გადავწყვიტე თავიდან ნივთები შემეგროვებინა, ისეთი ნივთები, როგორიც იყო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი რომელიც შეჭირვებულ ოჯახებს გამოადგებოდათ. დავიწყე ახლო წრეში თანამოაზეების მოძიებით, გავგზავნე პირველი ამანათი და მეორედ უკვე უცხო ადამიანებიც შემომიერთდნენ, გვერდში მიდგნენ ახლო მეგობრები და მათი დახმარებით გამოვიდა ეს ყველაფერი. ახლა 45 წევრიანი ჯგუფი მაქვს და ყოველთვიურად საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა, ოჯახებს პროდუქტებით, მედიკამენტებით და ზოგჯერ გადასახადებითაც ვეხმარებით,"- ამბობს შორენა მოსიძე.

შორენა მოსიძემ ახლო მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, გაჭირვებული ადამიანებისათვის დახმარების ფონდის დაორგანიზება 2014 წელს დაიწყო. 2019 წლის თებერვალში 5 წლის იუბილე საქველმოქმედო საღამოთი აღნიშნეს, რომელშიც ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.

"150 ადამიანი მოგროვდა, შემოსული თანხებით დავეხმარეთ თავშესაფრებს და 25-მდე ოჯახს საქართველოში. თვეში დაახლოებით 7-10 ოჯახს ვეხმარებით. ძირითადად ჯგუფის წევრები ვდებთ თანხას ყოველთვე და ამ თანხებს ვყოფთ შემდეგ გაჭირვებულ ოჯახებზე. გვაქვს ასევე სააღდგომო და საშობაო აქციები, სადაც ვცდილობთ მაქსიმალურად მეტ ადამიანს დავეხმაროთ, რომ ასეთ დღესასწაულებზე სასოწარკვეთილებას არ მიეცენ და მცირედი მაინც ჰქონდეთ სუფრაზე. ამ საქმიანობისთვის კი მოტივაციას თავად ოჯახები გვაძლევენ. საოცარი ემოციებია იმ ოჯახებისგან, რომელთავ ვეხმარებით. ზოგი ტირის, ზოგი ვერც კი ლაპარაკობს, ზოგი გვლოცავს, ზოგი გვეხუტება, საოცრებაა ძალიან გულისამაჩუყებელია ეს ყველაფერი,"- ამბობს შორენა მოსიძე.
http://www.picz.ge/img/s1/1907/6/6/64c45ef8e508.jpg
ქართველი ემიგრანტის თქმით, სურთ ქველმოქმედი ადამიანების სია კიდევ უფრო გაფართოვდეს, რათა უფრო მეტი ოჯახის გახარება შეძლონ.

"ხშირად გვეხმარებიან ერთჯერადად სხვადასხვა ადამიანები. ახლახანს ერთი ძალიან კარგი ადამიანი შემეხმიანა გიორგი ნიკოლაიაშვილი და შემოთავაზა თანამრომლობა. ისიც ემიგრანტია, აქვს თავისი ჯგუფი "ჩვენ ამერიკაში", ეწევა უამრავ კარგ საქმეს. ახლაც მისი ინიციატივით ჩვენ ჯგუფს ურიცხავს თანხას, რომელიც მოხმარება ათეულ ოჯახს. ეს თანხა გიორგიმ მისი თანაგუნდელი ემიგრანტებისგან შეკრიბა და გვეხმარებიან. მინდა ვისარგებლო და მათ უდიდესი მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით კი გიორგის,"- ამბობს შორენა მოსიძე.

ქართველი ემიგრანტი თვლის, რომ მთავარია მონდომება, სურვილი და ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა.

"ოჯახებს, რომლებიც საქართველოში მძიმე მდგომარეობაში, უკიდურეს გაჭირვებაში არიან, ვეტყოდი მათ, რომ სჯეროდეთ სასწაულების, სჯეროდეთ უფლის და სიკეთის. არასოდეს დაკარგონ იმედი, იშრომონ და იბრძოლონ ბოლო წუთამდე, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ბარიერებს გადალახვა სჭირდება. გამოსავალი ყოველვის მოიძებნება, მთავარია ადამიანმა მოინდომოს,"- ამბობს შორენა მოსიძე.



ნანახია: 462-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალბატონი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროფესია, რომელსაც ის ემსახურება, მისთვის საამაყოა და ამასთანავე შემოსავლის ერთადერთი
ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ოჯახში იმედი ჰქონდათ, რომ ხურციძეს თავდებად ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები
81 წლის მარტოხელა ქალბატონს, სამი წლის წინ, შვილის გარდაცვალების გამო, სოციალური დახმარება მოუხსნეს, რის გამოც უკიდურეს
როგორც ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილს რამდენიმე დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა, მაგრამ 2 წლის ბიჭუნა ჰყავდა გაციებული, მას უვლიდა და
საქართველოს ყველაზე დიდი ტკივილი ათასობით ემიგრანტია, რომლებიც ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა

ამინდი