Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მერმა პოლონელ სტუმრებს ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა

თარიღი : 6-07-2019, 09:45 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პოლონეთის დელეგაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პოლონურ დელეგაციას უმასპინძლა.

დაახლოებით ოცკაციან დელეგაციაში ველკაპოსკას რეგიონის ვიცე-გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები შედიოდნენ.

ჭიათურის მერმა უცხოელ სტუმრებს ჭიათურის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ისტორიული ძეგლები - კაცხის სვეტი, კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი, მღვიმევის მონასტერი და სამგზავრო საბაგიროები დაათვალიერებინა.
ვიზიტისას საუბარი შეეხო იმერეთისა და ველკაპოსკას რეგიონის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას და მათი დამეგობრების საკითხს.

ჭიათურის ღირსეშანიშნაობების გაცნობის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება ჭიათურისა და პოლონეთის ქალაქ პოზნანის დამეგობრების შესახებაც, რაზეც მხარეებმა სრული თანხმობა განაცხადეს. ამ მიმართულებით ჭიათურისა და პოზნანის მუნიციპალიტეტები მუშაობას გააგრძელებენ.

პოლონური დელეგაცია იმერეთის რეგიონში 6 დღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სტუმრები იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან, შეხვდებიან ადგილობრივ ხელისუფლებას და ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.


ნანახია: 331-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში, ქუთაისთან დამეგობრებული პოლონეთის ქალაქ პოზნანის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა
მათი ინტერესის სფეროს საგზაო ინფრასტრუქტურა და გარე განათება წარმოადგენს.
პოლონეთის დელეგაციას ქუთაისში იმერეთის გუბერნატორმა უმასპინძლა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონის ზონალური სამსახური 28 თებერვალს ჭიათურის მუნიციპალიტეტს C ჰეპატიტის კვლევის მოძრავი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე