Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იშვიათი სოფელი საქართველოში, რომლის ნაკეთობები არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც განთქმულია

topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) აგრძელებს რუბრიკას, სახელწოდებით "ჩემი სოფელი". რუბრიკა ამჯერად ზესტაფონის სოფელ შროშის შესახებ გიამბობთ.

საქართველოში იშვიათია სოფელი, რომელსაც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში იცნობენ. შროშა საქართველოში ასეთი მნიშვნელობის სოფელია. მას ბევრი სიმდიდრე მოეპოვება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი მიწის არსებობაა, რომლისგანაც კერამიკული ნაწარმი მზადდება. თიხის ნაკეთობები არა მარტო საქართველოშია განთქმული, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

სოფლის სახელის წარმომავლობა არ არის ცნობილი. თუმცა არსებობს რამდენიმე მოსაზრება. შროშაში არის ადვილად შრობადი მიწა და ადრე აქ იყო ბევრი შროშანი, ასევე არსებობს გამონათქვამებიც, რომლებიც ამ მოსაზრებებს უკავშირდება. ესენია: "... ჩამოვიარე შროშასა, ქალი იჭერდა შროშანსა" ან კიდევ: " შროშა, შროშა, ნაწვიმარი შუადღემდე მოშრა".

სოფელი მდიდარია ბუნებრივი საბადოებით. მაგალითად: აქ მოიპოვება მარმარილო, გრანიტი, თაბაშირი და ყველაზე დიდი რაოდენობით თიხა. მდინარე გეზრულას ხეობაში არის სამკურნალო წყლები, აბანოები, რომლის სამკურნალო თვისებები თავიანთ თავზე გამოუცდიათ ადამიანებს. შროშაში მეფის რუსეთის დროს ოქროსაც მოიპოვებდნენ თურმე მცირე ოდენობით.

ქართული მეთუნეობის ძირითადი სახეებია: 1. წყლის ჭურჭელი; 2. რძის პროდუქტებთან დაკავშირებული ჭურჭელი; 3. მევენახეობასთან დაკავშირებული ჭურჭელი; 4. სამზარეულო ჭურჭელი; 5. ჭურჭელი პურეულისთვის; 6. საამშენებლო კერამიკა; 7. სპეციალური დანიშნულების საგნები.

თიხის ჭურჭლის დამზადებისა და მისი შემკულობის მიხედვით მასალის კლასიფიკაცია შემდგენაირად ჯგუფდება: წითელი, მოწერნაქებული, მოჭიქული, ზეთის საღებავით მოხატული ჭურჭელი.

ავტორი: ზესტაფონის ტურისტული პოტენციალი


ნანახია: 751-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით 'ჩემი
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით 'ჩემი

ამინდი