Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ყავა, ჩაი და თევზი - პროდუქტები, რომლებიც კლიმატის ცვლილების შედეგად შესაძლოა, გაქრეს

თარიღი : 30-06-2019, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
2018 წელს ევროპაში ზაფხული საკმაოდ ცხელი აღმოჩნდა. წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონზე, თვენახევრის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოსულა, მათ შორის ისეთ „გრილ“ ქვეყნებში, როგორიც ირლანდია და შოტლანდიაა. სიცხეა ევროპის ქვეყნებში წელსაც.

BBC წერს, რომ სიცხეს მიუჩვეველ ბრიტანელებს მაღალი ტემპერატურა უხაროდათ და სოციალურ ქსელებში ხუმრობდნენ, რომ გლობალურმა დათბობამ მათი ცხოვრებისთვის როგორც იქნა, სასარგებლო შედეგი მოიტანა.

ხუმრობა დიდხანს არ გაგრძელებულა. შემოდგომის დასაწყისში აღმოჩნდა, რომ ძალიან ცხელმა სეზონმა ბოსტნეულის მოსავლის დიდი ნაწილისთვის კატასტროფული შედეგები მოიტანა.

მაგალითად, ხახვის ზრდის პროცესი თითქმის თვენახევარი გრძელდებოდა, სტაფილოსი კი ორი. გაუსაძლისი სიცხის გამო ბრიტანეთის ეროვნული კერძისთვის საჭირო ინგრედიენტებსაც საფრთხე დაემუქრათ. საუბარია შემწვარ კარტოფილსა და თევზზე.

აღსანიშნავია, რომ გამონაკლისი იყო ბრიტანული მარცვლეული, რომელთან დაკავშირებითაც პირიქით მოხდა. ცხელი ზაფხულის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში გაიზარდა კომბოსტოს, ისპანახისა და სალათის ფურცლების მოსავალი - ეს კი იტალიასა და ეპანეთში არსებულმა უამინდობამ გამოიწვია.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილება ზეგავლენას მოახდენს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების გაუჩინარებაზე - კარტოფილიდან დაწყებული ბანანით, ზღვის პროდუქტებითა და ზეითუნის ზეთით დამთავრებული.

BBC აქვეყნებს იმ 5 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მეცნიერების მტკიცებით, ამ სიაში მოხვდება:

ყავა და ჩაი

თუ იმ მილიონობით ადამიანის რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც დღეს ყავით იწყებს, თქვენთვის მკვლევარებს არასასიამოვნო სიახლე აქვთ: ეს მაცოცხლებელი სასმელი მომავალში შეიძლება, ჩვეულებრივი დელიკატესი გახდეს, რადგან მისი მოპოვება კიდევ უფრო გართულდება.

საქმე ისაა, რომ ყავის მარცვლების ზრდას სპეციალური პირობები სჭირდება: ტროპიკული კლიმატი, მაღალი მთა, ხშირი წვიმა და მთელი წლის განმავლობაში სტაბილური ტემპერატურა. 2050 წლისთვის გლობალური დათბობის გამო, ის ნაყოფიერი ტერიტორია, სადაც ყავა უნდა გაიზარდოს, ფაქტობრივად, განახევრდება, 2080 წლისთვის კი ეს მცენარე ბუნებრივ პირობებში ზრდას თითქმის სრულად შეწყვეტს. იგივე შეიძლება ითქვას ჩაისთან მიმართებაშიც.

კონიაკი და ვისკი

დაახლოებით, 600 წელია, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მოჰყავთ ყურძნის განსაკუთრებული ჯიში, რომელიც Trembiano-ს სახელით არის ცნობილი. მისგან ყვითელი ფერის, არც თუ ისე გემრიელი ღვინო მზადდება, ამიტომ მწარმოებლები სულ სხვა სახის ალკოჰოლური სასმელის მომზადებას ამჯობინებენ, რომელიც ფრანგული ვისკის სახელით არის ცნობილი.

გლობალურ დათბობას კი შეუძლია, ეს უძველესი ისტორიული ინდუსტრია დაასრულოს. ზაფხულში ტემპერატურა უკვე იმაზე მეტია, ვიდრე ამ ყურძნის დამწიფებისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ მას სიტკბო ემატება და კონიაკის წარმოებისთვის გამოუსადეგარი ხდება.

თევზი და კარტოფილი


ბრიტანული კერძის ეს 2 ინგრედიანტი კლიმატის ცვლილების გამო შეიძლება, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. BBC-ს ინფორმაციით, მსოფლიო ოკეანეებში ჟანგბადის მოცულობა მცირდება. შედეგად, დიდი მოცულობის თევზებს ზრდა-განვითარების პრობლემა ექმნებათ და ზომაში მკვეთრად მცირდებიან. მეცნიერები ვარაუდოენ, რომ 2050 წლისთვის ისინი ახლანდელი ზომის მეოთხედები იქნებიან.

როგორც წესი, დიდ ბრიტანეთში ძირითადად, ადგილობრივი ბოსტნეულით იკვებებიან. უკანასკნელი კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის მიწების დიდი ნაწილი ფერმის მოსაწყობად ისეთი ნაყოფიერი აღარ იქნება, როგორიც ახლაა.

შოკოლადი

ბევრისთვის შოკოლადი გლობალური დათბობის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მსხვერპლია. კაკაოს მარცვლები მსოფლიოში ყველაზე ცხელ წერტილებში იზრდება, რომლებიც პლანეტის სხვადასხვა ნაწილშია გაბნეული.

საშუალო ტემპერატურის ზრდა არსებულ კლიმატურ სისტემას აზიანებს, უფრო ექსტრემალურს და რთულად გამოსაცნობს ხდის. ამ პროცესების მიმართ კი შოკოლადის ხეები ძალიან სენსიტიურები არიან და მათთვის შესაფერის გარემოს ითხოვენ.

მკვლევარებს შოკოლადის წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით წინასწარმეტყველების საშუალებას უკვე არსებული მონაცემებიც აძლევთ: ბოლო 40 წლის განმავლობაში შოკოლადის ხეების ზრდის მაჩვენებელი უკვე 40%-ით შემცირდა.

BBC წერს, რომ მომდევნო 40 წელიწადში განასა და კოტ-დივუარში, საიდანაც ყველაზე დიდი ოდენობით კაკაოს ექსპორტი ხორციელდება, ტემპერატურა კიდევ 2 გრადუსით მოიმატებს, რაც შოკოლადის ინდუსტრიის დასასრულს კიდევ უფრო დააჩქარებს.

მიწის თხილი/არაქისი


გიყვართ არაქისი? მაშინ ეცადეთ, ის უფრო დიდი ოდენობით მიირთვათ, რადგან გლობალური დათბობა უარყოფით ზეგავლენას არც მისთვის დაიშურებს.

როგორც ყავისა და შოკოლადის ხეებისთვის, ისე თხილისთვის კლიმატის ცვლილება ძალიან მტკივნეული ხდება. ფერმერებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არაქისის მოყვანა საკმაოდ რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. მისი ბალახის ნორმალური ზრდის პროცესი დაახლოებით, 5 თვის განმავლობაში მიმდინაროებს 500-1000 მმ ნალექის ფონზე. იმ შემთხვევაში თუ არაქისს წვიმა „დააკლდა“ მისი ღერები უბრალოდ, არ გაიზრდება, ხოლო თუ ზედმეტად ბევრი წვიმა მოვიდა, დაავადდება, ამასთან, ძალიან ცხელი და მზიანი ზაფხული მარტივად გამოაშრობს არაქისის ბალახის ღერებს და მცენარე მოსავალს უბრალოდ რა მოგვცემს.

აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის ზოგიერთ შტატში გვალვამ იმდენად კატასტროფული შედეგი მოიტანა, რომ არაქისის მოსავალი თითქმის განადგურდა, ამიტომ მისი ღირებულება გაიზარდა.

bpn.ge


ნანახია: 202-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ყავის პლანტაციებს გაქრობა ნეგატიურ გავლენას მოახდებს მსოფლიოში ყავის მოყვანასა და გაყიდვაში ჩართული 120 მილიონი ადამიანზე. მათი
კონკურენციის სააგენტომ ყავის ბაზარზე დარღვევები აღმოაჩინა.
შემოდგომის კლიმატი საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ბოლო წლებია ზაფხულიდან პირდაპირ ზამთარში ვინაცვლებთ.
პარლამენტის შენობასთან აქციის ორგანიზატორები გაავრცელებენ მიმართვას იმ მიზნისთვის, რომ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა
ამის გასარკვევად გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსს, რამაზ ჭითანავას მივმართეთ.
მზიანი, უღრუბლო ამინდები თვის ბოლომდე გაგრძელდება.

ამინდი