Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს წევრი სამოქალაქო აქტივისტებზე: სახლებში მივიწვიოთ ეს ხალხი და იქ ჩავატარებინოთ პერფომანსები

თარიღი : 28-06-2019, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის, ქართული ოცნების წევრმა, ალექსანდრე ახალაძემ საკრებულოს 26 ივნისის სხდომაზე თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს თბილისში შეკრებილ ახალგაზრდებს "ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად ესროლეს, რათა შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებისთვისაც სულიერება არაფერს წარმოადგენს".

"თქვენ ხომ ნახეთ, რაც მოხდა თბილისში. ძალიან საშინელება იყო, რაზეა საუბარი, ახალგაზრდებში ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა.

როდესაც ვარდების რევოლუცია ხდებოდა, ვარდები დაიკავეს ხელში და იმ წუთშივე გაჩნდა კითხვის ნიშანი, რატომ ვარდები - იმიტომ, რომ შემდეგ ვარდების რევოლუციის სახელით მონათლულიყო.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული და საპირისპიროს მერე ალბათ გამოძიება იტყვის, რომ ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად, შერჩევით, დამიზნებით, ზუსტად თვალში ისროლეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის ალბათობა, რომ თვალში მოგხვდეს ადამიანს, რომ ახლა იძხონ, თვალები დაგვთხარესო. რომ ის სახელმწიფოებრიობა, რომელსაც დღეს ეს ხელისუფლება სათავეში უდგას, დაინგრეს, შემდეგ ან დანგრეულზე მოვიდნენ და თვითონ იბატონონ და ვინ - ხალხმა, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენს სულიერება, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა", - თქვა ახალაძემ.

ეს მან იმ ახალგაზრდების პასუხად თქვა, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ, ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულო დატოვოს. ახალაძე ნანა კოსტავას საქციელის გამპროტესტებელ ახალგაზრდებს და თბილისში მიმდინარე აქციებს ერთ კონტექსტში აფასებს და ყველაფერს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირებს.

კოსტავამ 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

კოსტავა გარიცხეს საკრებულოს გენდერული საბჭოდან, ასევე, გაემიჯნა რამდენიმე დეპუტატი, თუმცა, ის მაინც უარს ამბობს, დატოვოს საკრებულო.

ალექსანდრე ახალაძე ნანა კოსტავას მხარდაჭერას უცხადებს და აქტივისტ ახალგაზრდებს "შერჩევით სამართალში" სდებს ბრალს.

"საუბარი უნდა შეეხოს კვლავ ნანა კოსტავას ირგვლივ დაკავშირებულ საკითხებს და ამაზე აწყობენ უკვე პერფორმანსებს საკრებულოს სხდომაზე. ჩვენ დღის წესრიგი უკვე განვსაზღვრეთ. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ასეთი ქუპერფორმანსები მივიწვიოთ სახლებში და იქ ჩავატარებინოთ ამ ხალხს.

როდესაც სიძულვილის ენით ლაპარაკობს პარლამენტის ნაციონალი წევრი, კაციშვილს არ გაუპროტესტებია და ახლა იმისთვის, რომ ამათ პრემიები და ბონუსები მიიღონ, ე.წ საზოგადოებრივმა აქტივისტებმა, რომლებისთვისაც არაფერს წარმოადგენს ქართული სულიერების, პატრიარქის, რწმენის პატივისცემა, მე აქ არ დავჯდები და ამათ არ მოვუსმენ.

ჩვენი ბრალია, მიუხედავად იმისა, რომ დააშავა ნანა კოსტავამ, მაგრამ მან დააშავა ის, რომ მთელი საზოგადოება გამოიწვია იმ პატარა გოგონამ, რომელმაც პრეზერვატივით გადაწერა პირჯვარი საქართველოს, სულში ჩააფურთხა მართლმადიდებლობას, ამას სიძულვილის ენით უპასუხა. აი ეს იყო დანაშაული, მაგრამ ეს არ არის იმ დოზით დანაშაული, რომ ფაქტობრივად ქვეყანა დაიქცა თითქოს. ახლა უკვე აქ შემოდიან, გვესაუბრებიან და თან შერჩევითი სამართალი აქვთ. თუ ნაციონალია და ე.წ ევროპული ნაცების წარმომადგენელი და სიძულვილის ენას ხმარობს, არაფერი არ არის

დემოკრატია არის უმრავლესობის ნება და საქართველოში უმრავლესობის სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა. კეთილი ინებეთ და პატივი ეცით ჩვენს რწმენას", - თქვა მან 26 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე.


ნანახია: 317-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას აღარ აპირებს.