Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა ვიცოდეთ ფრჩხილის სოკოვან დაავადებაზე და როგორ დავიცვათ თავი მისგან

თარიღი : 27-06-2019, 17:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ონიქომიკოზი ანუ ფრჩხილის სოკოვანი დაავადება ბევრი ადამიანის პრობლემაა. დღესდღეობით ის მოსახლეობის 10-20%-ს აქვს და საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რადგან ფრჩხილის სხვა პათოლოგიებს შორის ონიქომიკოზი 30%-ს შეადგენს.

რა იწვევს დაავადებას და როგორ უნდა შევძლოთ მისგან თავის დაღწევა, ამის შესახებ "კლინიკა ბომონდის" დერმატოვენეროლოგი ბუჭა ჩაკვეტაძე გვესაუბრება.

"სოკოვანმა ინფექციამ შეიძლება დააზიანოს ფრჩხილის ნებისმიერი ადგილი - ფრჩხილის ფირფიტა, საწოლი, ფუძე. ინფექცია ვითარდება ნელა. პროგრესირებასთან ერთად ფრჩხილი იცვლის ფერს, ფრჩხილის ფირფიტა განიცდის დეფორმაციას, ფრჩხილი და მიმდებარე ქსოვილი სქელდება,"- ამბობს "კლინიკა ბომონდი"-ს დერმატოვენეროლოგიური კაბინეტის ხელმძღვანელი ბუჭა ჩაკვეტაძე.

დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია:

მჭიდრო ფეხსაცმელი; ნესტიანი გარემო; ფეხის მომატებული ოფლიანობა; ფრჩხილის მიკროტრავმები და მასში ინფექციის შეღწევა.

"დაავადება გადამდებია და გადაეცემა დაავადებული ადამიანის ნივთებთან კონტაქტით. დაინფიცირება შესაძლებელია ზღვაზე, აბანოში, საშხაპეში, აუზზე, სპორტულ დარბაზში, მით უფრო, თუ დაცული არ არის ჰიგიენის ნორმები. "კლინიკა ბომონდში" წარმატებით ფუნქციონირებს დერმატოვენეროლოგიური კაბინეტი, რომელიც პაციენტებს კანთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის უმტკივნეულოდ და თანამედროვე ტექნოლოგიებით მოგვარებას სთავაზობს,"- ამბობს ბუჭა ჩაკვეტაძე.


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა სახის ინფექციები არსებობს და როგორ უნდა შევძლოთ მათთან გამკლავება, - აღნიშნულ საკითხებზე კლინიკა 'ბომონდი'-ს პედიატრიული
კლინიკა 'ბომონდი' ახალბედა მშობლებს დახმარებას სთავაზობს.
შპს კლინიკა 'ბომონდში' 2017 წლის იანვრიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიის (თვალის) განყოფილება.

ამინდი