Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ევროპული საქართველო' ქუთაისის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

თარიღი : 25-06-2019, 14:21 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "ევროპული საქართველო" ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ სანამ ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნებს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასა და დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილებს, საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან.

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წევრები ვაცხადებთ, რომ დღეიდან ბოიკოტს ვუცხადებთ ქუთაისის საკრებულოს მუშაობას, არ დავესწრებით საკრებულოს სხდომებს, არ მოვიღებთ მონაწილეობას კომისიების მუშაობებში. სანამ ძირითადი მოთხოვნა, შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით არ შესრულდება, სანამ ყველა ის პატიმარი, რომელიც გავრილოვის ღამეს დააპატიმრეს, არ გამოვა ციხეებიდან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში შეკრებილ ადამიანებს და ერთსულოვანი ვართ ამ გადაწყვეტილებაში," -აცხადებს "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით გოგისვანიძე.


ნანახია: 287-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პარტია 'ევროპულმა საქართველომ' ადგილობრივი ორგანიზაციის თავჯდომარე წარადგინა.
'ევროპულმა საქართველომ' ქუთაისში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.

ამინდი