Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სუსი დარბის და ხდება მძღოლების დაშინება, ბლოკირებულია ტრანსპორტი, მაგრამ ადამიანები საკუთარი ავტომობილებით მიდიან თბილისში"

თარიღი : 21-06-2019, 15:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ახალგაზრები და აქტივისტები იკრიბებიან. ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი გუშინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ხდება მძღოლების დაშინება და ტრანსპორტის ბლოკირება.

"გუშინდელი სისხლიანი, გავრილოვის ღამის მოწყობის შემდეგ, დიდი კოლონა გუშინვე დაიძრა თბილისისკენ. ჩვენ დღეს ვაპირებთ შევუერთდეთ აქციას. უამრავი ადამიანი მოდის ოფისში, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს აქციაზე, მაგრამ ხელისუფლებამ მიმართა ჩვეულ მეთოდს-სუსი დარბის და ხდება დაშინება, ბლოკირებულია ტრანსპორტი, მაგრამ ადამიანები საკუთარი ავტომობილებით მიდიან, რათა გააპროტესტონ ის, რაც მოხდა გუშინ, როდესაც ივანიშვილის სისხლიანმა რეჟიმმა ტოლობა დასვა როდიონოვთან და ცხრა აპრილის მეთოდებით გაუსწორდა ხალხს, რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ გამოვიდა,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.


ნანახია: 487-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტიის წევრები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან ხელისუფლება ხალხის ძალას კიდევ ერთხელ იგრძნობს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან.
თინა ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნული აქცია ნაციონალური მოძრაობის ახირებაა.
ოპოზიციის განცხადებით, მასობრივად ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და მუქარა.
გუშინ ქუთაისის საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და 'ნაციონალური მოძრაობის' დეპუტატს გიორგი უკლებას შორის ფიზიკური

ამინდი