Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი მმართველის ვინაობა მომდევნო თვეში გახდება ცნობილი

თარიღი : 21-06-2019, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაგრატის საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტტატესათვის ძვალთშესალაგის მომზადება მიმდინარეობს.

მეუფეს მისი ანდერძის თანახმად, 23 ივნისს, ბაგრატის ტაძრის შიგნით, მარჯვენა მხარეს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას სავარაუდოდ პატრიარქიც დაესწრება.

თუ ვინ ჩაიბარებს ქუთაის- გაენათის ეპარქიას, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული საკითხი მეუფის ორმოცამდე არ განიხილება.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე ავადმყოფობის შედეგად, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილი იყო. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამდენიმე თვეში ეპისკოპოსად აკურთხეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1983 წლიდან მეუფე კალისტრატე ქუთაის-გაენათის ეპარქიას ხელმძღვანელობდა.


ნანახია: 429-ჯერ

მსგავსი სიახლეები