Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ადამიანები გაბრაზებულები არიან და აპროტესტებენ ოკუპაციას-თბილისში დაგეგმილ აქციას მონაწილეები ქუთაისიდან უერთდებიან

თარიღი : 21-06-2019, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას მონაწილეები ქუთაისიდან უერთდებიან.

როგორც ცნობილია, ქუთაისიდან ადამიანების ერთი ნაკადი თბილისის მიმართულებით წუხელ, გვიან წავიდა. მეორე ნაკადი დღეს დილით გავიდა, მესამე ნაკადი კი ქალაქის დატოვებას უახლოეს დროში აპირებს.

"ბევრი გაბრაზებული ადამიანი მოდის ოფისში, რომლებიც თბილისში წასვლის სურვილს გამოთქვამენ. ეს ადამიანები არიან როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ისე ნეიტრალური ადამიანები. მათ არ სურთ საქართველო რუსეთის გუბერნიად იხილონ,"- ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია.

მოქალაქეთა პროტესტი რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტმა, ხოლო ერთ-ერთი მათგანის-სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვამ და თავმჯდომარის ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რუსულ ენაზე წაყვანამ გააღიზიანა. მოსახლეობამ საპროტესტო აქციები გამართა ქუთაისში, ხოლო თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ასი ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელთა პროტესტს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით უპასუხა.

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გავრილოვმა თავად დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი. თავად რუსმა დეპუტატმა კი რუსულ მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"საქართველოს პარლამენტი ორი წელი გვთავაზობდა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას და როგორც იქნა, ჩვენ ჩავედით. ასამბლეის გახსნაზე ჩვენ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს სტუმართმოყვარეობისთვის და ღონისძიების კარგი ორგანიზებისთვის. 20 ივნისს კი მიგვიწვიეს პარლამენტის შენობაში. ქართულმა მხარემ შემომთავაზა პრეზიდიუმში დამეკავებინა ადგილი. სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს“,- განაცხადა გავრილოვმა.


ნანახია: 327-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან.

ამინდი