Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიყოთ-ქუთაისში მოქალაქეები რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ემზადებიან

თარიღი : 21-06-2019, 10:07 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ მოქალაქეები მორიგ აქციას გამართავენ და ოკუპაციას გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას 6 საათზე დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

"ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. რუსეთი ოკუპანტია. რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიყოთ. მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საქართველოს!"

მოქალაქეთა პროტესტი რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტმა, ხოლო ერთ-ერთი მათგანის-სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვამ და თავმჯდომარის ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რუსულ ენაზე წაყვანამ გააღიზიანა. მოსახლეობამ საპროტესტო აქციები გამართა ქუთაისში, ხოლო თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ასი ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელთა პროტესტს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით უპასუხა.

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გავრილოვმა თავად დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი. თავად რუსმა დეპუტატმა კი რუსულ მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"საქართველოს პარლამენტი ორი წელი გვთავაზობდა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას და როგორც იქნა, ჩვენ ჩავედით. ასამბლეის გახსნაზე ჩვენ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს სტუმართმოყვარეობისთვის და ღონისძიების კარგი ორგანიზებისთვის. 20 ივნისს კი მიგვიწვიეს პარლამენტის შენობაში. ქართულმა მხარემ შემომთავაზა პრეზიდიუმში დამეკავებინა ადგილი. სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს“,- განაცხადა გავრილოვმა.


ნანახია: 762-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერი ამ ნაბიჯით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
აქციაზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ