Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ელექტრომობილების პროექტის პრეზენტაცია გადაიდო

თარიღი : 20-06-2019, 20:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ელექტრომობილების პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია აღარ გაიმართება. ღონისძიება არსებული ინფორმაციით, 26 ივნისისთვის გადაიდო.

ღონისძიების გადადების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, თუმცა მისი ჩაშლა თბილისში განვითარებულ მოვლენებს და რუსი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით მოსახლეობის მიერ გამოხატულ პროტესტს უკავშირდება.

ცნობისთვის, ელექტრომობილების პროექტის პრეზენტაციას ინდუსტრიული ჯგუფი AiGroup გეგმავდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის მიზანია, საქართველოში განავითაროს ელექტრომობილების წარმოების ინდუსტრია და მოახდინოს ქვეყნის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურით. ამასთან ერთად, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკოლოგიური საკითხების გამოსწორებას, რაც თანამედროვე საზოგადოებისთვის საგანგაშო გამოწვევას წარმოადგენს.

"პირველად რეგიონში, დაიწყება ელექტრომობილების წარმოება საქართველოში, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე, ქართული პროდუქტის ექსპორტისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მსგავსი მასშტაბის პროექტი პირველია რეგიონში და ნამდვილად ამბიციურ გამოწვევას წარმოადგენს,"-აცხადებენ კომპანიაში.

პრეზენტაციისთვის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სცენის მონტაჟი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო.


ნანახია: 529-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი