Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გარდაცვლილი მეუფის ხსოვნას პატივი პრემიერ-მინისტრმა მიაგო

თარიღი : 20-06-2019, 19:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაგრატის ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთურთან ერთად სამძიმარზე რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი და მუნიციპალიტეტის პირველი პირები იმყოფებოდნენ.

მეუფე კალისტრატე 81 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამოდენიმე თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. 1989 წლის 8 თებერვალსმეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.


ნანახია: 863-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი