Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘დაუშვებელია, ოკუპანტების საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და თავმჯდომარის სავარძელში მოკალათება,’-აქცია ქუთაისში

თარიღი : 20-06-2019, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"თავისუფლებასთან წააგებთ", "რუსეთი ოკუპანტია", "დაგმეთ რუსთმადიდებლები", "პარლამენტი ოკუპირებულია"-ამ სლოგანებით ქუთაისის მერიის წინ, სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, დაუშვებელია, ოკუპანტების საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და თავმჯდომარის სავარძელში მოკალათება.

"ვაპროტესტებთ რუსი დეპუტატების საქართველოში, მით უმეტეს პარლამენში ვიზიტს. წარმოუდგენელი რამ მოხდა დღეს. დაუშვებელია, ის რომ პარლამენტის თავმჯდომარის საავრძელში მოკალათდა ადამიანი, რომელიც დაცინოდა ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი არ დაუშვებს პრორუსული ძალების გაბატონებას. ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ ოკუპანტების წინააღმდეგ ვართ,"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მერიის წინ მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ამ თემის ირგვლივ ყველანი უნდა გაერთიანდნენ.


ნანახია: 428-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცნობისთის აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.